ანანასი ძალიან გემრიელი და სასარგებლო ხილია. მისი მირთმევა უმი სახითაც შეგიძლიათ და დაკონსერვებულიც არა ნაკლებ არომატულია. დღეს ჩვენ გთავაზობთ მსუბუქ და ჰაეროვან დესერტს, რომელიც კონსერვირებული ანანასითა და კედარის კაკლით არის სერვირებული. ეს ნუგბარი ძალიან უხდება რძიან ყავას.
ინგრედიენტები
- 300 მლ კონცენტრირებული რძე
- ნახევარი ქილა ანანასის კონსერვი
- 70 გ კედარის კაკალი ან ნუში
- 15 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
მომზადება
- მოამზადეთ აუცილებელი პროდუქტები. გადაწურეთ ბადეზე ანანასის კონსერვი. სიროფი შეინახეთ, არ გადაღვაროთ.
- ჟელატინი ჩაალბეთ ანანასის სიროფში და დატოვეთ 15 წუთით ასაფუებლად. დადგით ეს მასა დაბალ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით და ათქვიფეთ მიქსერით მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. ნელ-ნელა ჩაასხით მასში კონცენტრირებული რძე.
- მიღებული მასა გადაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და შედგით მაცივარში ერთი საათით. ზემოდან მოათავსეთ ჟელე, ანანასის ნაჭრები და კედარის კაკალი ან ნუში. კვლავ შედგით მაცივარში რამდენიმე საათის ან მთელი ღამის განმავლობაში.
- ნუგბარი მიიტანეთ სუფრასთან ანანასის ნაჭრებთან ერთად. როგორც აღვნიშნეთ, ამ დესერტს ძალიან უხდება რძიანი ყავა. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ!
გაუზიარეთ ეს უმარტივესი რეცეპტი თქვენს მეგობრებს!