რაც ეს შევიტყვე მას შემდეგ შვრიის ფაფას ყოველ დილით აღარ მივირთმევ

ხშირად გაგვიგია, რომ დილით შვრიის ფაფის მიღება ენერგიული დღისა და შესანიშნავი განწყობის გარანტია. მაგრამ საჭიროა თუ არა მისი მირთმევა ყოველ დილით?

როგორც ნებისმიერ პროდუქტს, შვრიასაც აქვს თავისი უარყოფითი თვისებები. განვიხილოთ ისინი.

დილით მირთმეული შვრიის ფაფის ღირსებანი

შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ალუმინს, რკინას, ბორს, B ჯგუფის ვიტამინებს, ბიოტინს, უჯრედისს, ასევე ცილებს. გლიკემიური ინდექსით – 55 – სხვა ბურღულეულს შორის შვრია შუა ადგილზეა. იგი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კალციუმითა და ფოსფორით.

ბოლო კვლევების მიხედვით, შვრიის ბოჭკოში არსებობს ბეტა-გლუკანი – ნივთიერება, რომელიც აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. ძალიან სასარგებლოა შვრიის ფაფა ასევე კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის.

ყველა ეს თვისება შვრიის ფაფას აქცევს იდეალურ საუზმედ, რომელიც ორგანიზმს ამარაგებს მთელი დღის ენერგიით ისე, რომ დიდად არ ტვირთავს კუჭს.

შვრიის ფაფის უარყოფითი თვისებები

შვრია, ისევე როგორც პარკოსნები და სხვა ბურღულეული, შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც აბრკოლებს ნაწლავებში თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის და რკინის შეწოვას.

მათ, ვისაც დარღვეული აქვთ ნივთიერებათა ცვლა და  ასევე აწუხებთ ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ ოსტეოპოროზი, შვრიის ფაფა ყოველდღე არ უნდა მიირთვან. მით უფრო, არ უნდა დაიცვან შვრიის მონოდიეტა.

თუმცა შესაძლებელია შვრიის ფაფაში ფიტინის რაოდენობის რამდენადმე შემცირება. ამ მიზნით ბურღული წინასწარ წყალში უნდა ჩაალბოთ. შეგიძლიათ ლიმონის წვენის ან სხვა რაიმე სიმჟავის, მაგალითად, იოგურტის ან მაწვნის დამატება. ამავე მიზნით საჭიროა ბურღულეულის და პარკოსნების გარეცხვა.

დასასრულ, აღვნიშნავთ, რომ ყველასთვის სასარგებლო უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს. მათ შორის ყველაზე საუკეთესოც კი არ ღირს იმად, რომ მასზე დავაფუძნოთ მონოდიეტა, აუცილებელია ყველა სასარგებლო პროდუქტის მიღება ზომიერად და რაციონულად. რაც შეეხება შვრიის ფაფას, მისი მიღება კვირაში 2-3 ჯერ თავიდან აგარიდებთ ყველა შესაძლო გართულებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომენტარის დატოვება