ვანილისა და ნაღების ამ ნამცხვარს უბრალოდ ვერ მოსწყდებით

დღეს ჩვენ გთავაზობთ უჩვეულო ტორტს. ის გამოდის ძალიან ნაზი, აქვს ვანილისა და ნაღების გემო და არის უგემრიელესი. უბრალოდ ვერ მოსწყდებით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 4 კვერცხის ცილა
  • 100 გ მოხლილი ნუში
  • 3 ს. კ. მოხლილი მზესუმზირა
  • 100 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 4 კვერცხის გული
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჩ. კ. ვანილის შაქარი
  • 100 მლ 20%იანი ნაღები
  • 150 გ დარბილებული კარაქი
  • 10 გ ნუშის გული მოსართავად
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულებს დაამატეთ მწიკვი მარილი, ვანილის შაქარი და კარგად აურიეთ სათქვეფით. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით ნაღები და დაამატეთ შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და დააცადეთ შაქარს გადნობამდე. ადუღებამდე არ მიიყვანოთ.

2. ნაღები პატარა პორციებით დაამატეთ კვერცხის გულს, თან ურიეთ. დადგით კვლავ დაბალ ცეცხლზე. გააცხელეთ გასქელებამდე, დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ კრემი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დატოვეთ გასაციებლად.

3. ბლენდერში დააქუცმაცეთ მოშუშული ნუში და მზესუმზირა. მანდვე ჩაყარეთ 50 გ შაქარი.

4. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერით კარგად. შემდეგ დაამატეთ 50 გ შაქარი და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე. დაფქული ნუში და მზესუმზირა პატარა პორციებით დაამატეთ ამ მასას. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.

5. საცხობ ფორმას (22-24 სმ დიამეტრის) დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი. ცომი გაყავით ორ ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით. შემდეგ გააციეთ და ისე მოაძრეთ პერგამენტის ქაღალდი.

6. გაციებულ ფირფიტას წაუსვით კრემის ნახევარი. შემდეგ დაადეთ მეორე და გადაუსვით დარჩენილი კრემი. მორთეთ დაჭრილი ნუშით. შედგით ტორტი მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

სულ ეს არის. არომატული ნუშის ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება