სალათა ,,ოცნება” ხორცის გარეშე

ხორციანმა კერძებმა ხშირად იცის მობეზრება. ამ დროს უბრალო სუფი ან სალათა უფრო სიამოვნებს ადამიანს. დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ გემრიელ და მარტივ სალათას –  სახელად ,,ოცნებას”. კერძი ნამდვილად ამართლებს სახელს.

მისი ინგრედიენტები იდეალურად უხდება ერთმანეთს. ხოლო თუ გსურთ მეტი ნოყიერება შესძინოთ, დაამატეთ მოხარშული კარტოფილი.

ინგრედიენტები

  • 200 გ სტაფილო
  • 300 გ ვაშლი
  • 140 გ მაგარი ყველი
  • ოთხი ცალი კვერცხი
  • 60 გ მაიონეზი
  • 90 გ ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. ხახვი დაჭერით წვრილად და დაასხით მას მდუღარე წყალი. რამდენიმე წუთის შემდეგ გადაწურეთ საწურზე.

2. ყველი და სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, მოხარშული კვერცხი და ვაშლი კი – მსხვილზე.

3. ახლა ააწყეთ სალათა. დაალაგეთ ჯერ ხახვი, მას გაუკეთეთ მაიონეზის ბადე. ზემოდან დაადეთ ვაშლი, წაუსვით კვლავ მაიონეზი, შემდეგ დააყარეთ კვერცხი, მოაყარეთ ცოტა მარილი და შავი პილპილი, გაუკეთეთ მაიონეზის ბადე, დაამატეთ სტაფილო, გაუკეთეთ ისევ მაიონეზის ბადე და ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი.

4. ზემოდან კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.

თუ მაიონეზის კალორიების სიუხვის გამო ღელავთ, გირჩევთ მოამზადოთ მისი სახლური ვარიანტი. შეგიძლიათ მაიონეზი საერთოდ შეცვალოთ არაჟნით ან ბერძნული იოგურტით. ამ უკანასკნელის მომზადება ასევე შეგიძლიათ თავად.

გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!