ვაშლის უამრავი ნამცხვარი არსებობს. ამ ხილის გამოყენების სხვადასხვა მრავალი ხერხიც არსებობს. დღეს ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს შემოგთავაზებთ, ის პირდაპირ გულში ჩაგივარდებათ! ეს დესერტი ჩაის სუფრის მთავარი მშვენება იქნება.
განუმეორებელი გემოს გარდა, ნამცხვარი განსაკუთრებული არომატითა და მომზადების სიმარტივითაც გაგახარებთ. არაჟნის წყალობით, ღვეზელი კიდევ უფრო მადისაღმძვრელი ხდება.
ინგრედიენტები
- 200 გ ფქვილი
- 125 გ კარაქი
- 5 ცალი კვერცხი
- 200 გ შაქარი
- მწიკვი მარილი
- 12 გ ვანილის შაქარი
- 3 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- 3 ს. კ. ნაღები
- 50 მლ ლიმონის წვენი
- 200 გ არაჟანი
- ერთი ს. კ. შაქრის პუდრა
- 600 გ ვაშლი
მომზადება
1. ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, მარილი, 125 გ შაქარი და ვანილის შაქარი.
2. შეაზილეთ 3 ცალი კვერცხი მორიგეობით, შემდეგ თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ჩაამატეთ ნაღები და მოზილეთ ცომი. შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, რომელსაც ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი ექნება ჩაფენილი.
3. ვაშლი გაფქვენით, გაჭერით 4 ნაწილად და ამოაჭერით გული. შემდეგ უფრო თხელ ყანწებად დაჭერით. მოასხით ლიმონის წვენი. ცომზე დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, ოდნავ დააწექით და შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით.
4. ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი, დარჩენილი კვერცხი და შაქარი. ღვეზელი გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით მას არაჟნის მასა და კვლავ შედგით. გამოაცხეთ 50 წუთით.
ნამცხვარი ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურება. უმჯობესია, ეს დესერტი მიირთვათ ცხელი სახით. ძალიან მოუხდება ვანილის ნაყინიც. მიირთვით გემრიელად!
რეცეპტი კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.