კარტოფილის სალათი ,,კარბონარა”

კარტოფილს, სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ნაკლები დაფასება აქვს. ბევრი ფიქრობს, თითქოს მისგან არ შეიძლება რაიმე ძვირფასი კერძის მომზადება. ჩვენ შევეცდებით ამ მითის დამსხვრევას და შემოგთავაზებთ კარტოფილის სალათ ,,კარბონარას”, რომელიც ძალიან გემრიელია და სადღესასწაულოდ გამოიყურება.

იგი ჰგავს ცნობილ იტალიურ პასტას, თუმცა აქ ცომის ნაცვლად გამოყენებულია კარტოფილი.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ კარტოფილი
  • 100 გ ბეკონი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 2 ან 3 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • 50 გ პარმეზანი
  • ქინძი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. კარტოფილი გარეცხეთ და შეაშრეთ. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ. 4 ცალი კვერცხი მოხარშეთ მაგრად. ბეკონი დაჭერით კუბებად და შეწვით ტაფაზე.

2. მზა კარტოფილი გააციეთ და გაფცქვენით. დაჭერით კუბებად. ასევე დაჭერით მოხარშული კვერცხი.

3. ახლა მოამზადეთ სოუსი. ბლენდერის ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხის გული, 2 კოვზი ცივი წყალი და ორიოდ მწიკვი მარილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ ნარევს შეურიეთ ცოტ-ცოტა ზეთი და თან თქვიფეთ.

4. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და რამდენიმე კბილი ნიორი გემოვნებით. სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 7 წუთი. თქვიფეთ, სანამ სქელ ტექსტურას არ მიიღებთ. სოუსს შეურიეთ გახეხილი ყველი.

5. კარტოფილი გადაიტანეთ სასალათეში. მასზე მოათავსეთ ბეკონი, შემდენ მოაყარეთ კვერცხი, დაასხით სოუსი და აურიეთ. კერძს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და მიიტანეთ სუფრასთან.

უმჯობესია, სალათი ,,კარბონარა” ნახევარი საათით შედგათ მაცივარში, ასე გემოები უკეთ გაუჯდება ერთმანეთს. ეს მსუყე კარტოფილის კერძი ძალიან მოეწონებათ ოჯახის წევრებსაც და სტუმრებსაც.

შეგიძლიათ  მორთოთ მწყრის მოხარშული კვერცხით და დაელოდოთ ხალხისგან ოვაციებს! გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება