გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

დღეს შემოგთავაზებთ ისეთი კერძის რეცეპტს, რომლის ინგრედიენტები ყველა მაცივარში მოიპოვება (გარდა სოკოსი). მიუხედავად ამ სიმარტივისა, კერძი გამოდის საკმაოდ გემრიელი და ამავე დროს სადღესასწაულო იერის. მისით აღფრთოვანდებიან თქვენი ოჯახის წევრებიცა და სტუმრებიც.

 კარტოფილის გამომცხვარი სოკოთი და ყველით

ინგრედიენტები

  • ხუთი ცალი კარტოფილი
  • 300 გ სოკო
  • სამი ცალი კვერცხი
  • 4 კბილი ნიორი
  • 160 გ მაგარი ყველი
  • ცოტა ზეთი
  • საკმაზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. სოკო და კარტოფილი გაასუფთავე და გარეცხე. სოკო დაჭერი.

2. შეწვი სოკო ზეთში სითხის სრულ აორთქლებამდე. მოაყარე სასურველი საკმაზი.

3. კარტოფილი გახეხე მსხვილ სახეხზე, დაამატე პრესში გატარებული ნიორი და გახეხილი ყველი. რა თქმა უნდა, საჭიროა მაგარი ყველის გამოყენება. ჩაახალე კვერცხი და მოაფრქვიე მარილი. კარგად აურიე.

4. კარტოფილის მასის ნაწილი მოათავსე საცხობ ფორმაზე (სასურველია მრგვალი ფორმა). დააწექი ხელით და გაუკეთე ნაპირები. კარტოფილს ზემოდან დააყარე სოკო. მოასწორე და დაამატე დარჩენილი კარტოფილის მასა. კვლავ გაუსწორე ზედაპირი და შედგი 180 გრადუსზე გაცხელელბულ ღუმელში 40 წუთით.

5. გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი უკვე მზადაა! ის შეგიძლია სუფრასთან მიიტანო სხვადასხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად. ძალიან მოუხდება მწვანილი და არაჟანი.

გემრიელად მიირთვით! ასეთი კერძი მოსწონთ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. გამომცხვარი კარტოფილი უფრო ლამაზი გამოვა, თუ ქურიდან გამოღებამდე ხუთი წუთით ადრე მას ათქვეფილი კვერცხის გულს წაუსვამთ. ამ შემთხვევაში კარტოფილი უფრო დაბრაწული გამოჩნდება.

ეს მარტივი და უგემრიელესი რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებსაც!