3 ყველაზე სასურველი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

 

მორიელი

მორიელი მამაკაცები ძალიან ქარიზმატულები არიან. მათთვის ერთი შეხედვაც კი საკმარისია, რათა თავი შეგაყვაროთ.  მათი ენერგიულობისთვის თავის დაღწევა რთულია. თუკი მათ გულში ჩაიხედავთ, მიხვდებით რომ იგი საკმაოდ კომპლექსურია და მისი მოგება ძნელია. თუმცა, თუ მორიელს თავს შეაყვარებთ, იგი აღარასდროს შეელევა ამ გრძნობას. ამ ნიშანთან მარტო ძლიერ ქალებს გამოუვათ ურთიერთობის აწყობა, რადგან მორიელი ზედმეტად გულახდილია და მათი სიტყვები ზოგჯერ საკმაოდ მტკივნეულია.

ტყუპი

ტყუპი მამაკაცი ჯენტლმენის სრული განმარტებაა. ისინი ყველაფერს განსაკუთრებული ხიბლით აკეთებენ. მათი საუბრის მანერა და ქცევების სტილი ყველას მაშინვე ხიბლავს. სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ლაპარაკთან ერთად, სხვისი მოსმენის კულტურითაც გამოირჩევიან. მათი მასკულინური და ფემინური მხარე ერთნაირადაა განვითარებული, ამიტომ იდეალური პარტნიორები არიან, რადგან ქალის ყოველთვის ესმით.

კირჩხიბი

თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს ხვდებით, დარწმუნებული იყავით რომ იგი ყველაფერს გააკეთებს თქვენი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. კირჩხიბი თავის კრეატიულ და არტისტულ მხარეს იყენებს ქალების მოსახიბლად, ხოლო მათ მიერ მოწყობილი რომანტიული საღამოები ასევე ძლიერი იარაღია. მათ ჩხუბი არ უყვართ, თუმცა თუ ჯიუტად ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს ბოლომდე. მათ არ შეუძლიათ საკუთარი პარტნიორის მოწყენილ მდგომარეობაში ნახვა, ამიტომ მუდამ თქვენს გვერდით იქნებიან ნებისმიერი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისას, რათა გაგამხნევონ და ხასიათი გამოგიკეთონ.