მონასტრული ნამცხვარი ვაშლით

ვაშლის ღვეზელი – ეს კლასიკური ნამცხვარია.  ის რიგ ქვეყნებში სხვადასხვა სახელით გვხვდება: შარლოტკა, შტრუდელი, ამერიკული ვაშლის ღვეზელი და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოდის გემრიელი და წარმატებული.

ჩვენ დღეს ცოტა განსხვავებულ, ე. წ. სამონასტრო ღვეზელს შემოგთავაზებთ, რომელსაც ვაშლის შიგთავსი აქვს. მისი გამოცხობა მარხვის პერიოდშიც შეგიძლიათ.

გთავაზობთ ცოტათი შეცვლილ, მაგრამ უფრო გემრიელ რეცეპტს ,ვიდრე მონასტრულია. აუცილებლად სინჯეთ!

ინგრედიენტები

  • 5 ცალი კვერცხი
  • 350 გ შაქარი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ. კ. დარიჩინი
  • 2 ჩ. კ. კაკაოს ფხვნილი
  • ერთი გ ვანილი
  • 350 გ ფქვილი
  • 150 გ ზეთი
  • ერთი კგ ვაშლი

მომზადება

1. კვერცხი კარგად ათქვიფე შაქართან, მარილთან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაამატე ზეთი და კვლავ თქვიფე.

2. კვერცხის მასას დაამატე დარიჩინი და კაკაო. შემდეგ ჩააცერი ფქვილი და გამაფხვიერებელი. აურიე კარგად, თან ფრთხილად, რომ შეინარჩუნო ჰაეროვანი კონსისტენცია. სოდა ჩაყარე ლიმონის წვენში და დაამატე ცომს. აურიე.

3. ვაშლი გაფცქვენი და დაჭერი საშუალო ზომის კუბებად. ჩაყარე ცომში და კვლავ აურიე.

4. საცხობ ფორმას წაუსვი ცხიმი, მოაფრქვიე ფქვილი ან კაკაო. ჩაასხი ვაშლიანი ცომი. გამოაცხე 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში.

სურვილის მიხედვით, შეგიძლია ცომს ასევე ჩაამატო ნიგოზი, ქიშმიში ან სხვა ჩირი. ღვეზელის მზაობა შეამოწმე კბილის ჩხირით ან ასანთით.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს რეცეპტი შენს მეგობრებსაც!