შვრიის ფანტელებზე მომზადებული ბანანის ჩისქეიქი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

ტკბილი ბევრ ადამიანს უყვარს, მაგრამ წონაში მომატების შიშის გამო ნაკლებად მიირთმევენ. თუმცა არსებობს ისეთი დესერტები, რომლითაც თან პირს ჩაიტკბარუნებთ და თან ზედმეტ კილოგრამებს არ მოიმატებთ.

ერთ-ერთი ასეთი არის ბანანის ჩისქეიქი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. ცხობას მხოლოდ ნამცხვის ფუძე საჭიროებს – სულ რაღაც 7 წუთით.

დღეს გთავაზობთ ცოტა განსხვავებულ რეცეპტს: შვრიის ფანტელებზე დამზადებულ ბანანის ჩისქეიქს.

ფუძის ინგრედიენტები

  • 100 გ შვრიის ფანტელი
  • 40 გ შავი ქლიავი
  • 100 მლ რძე
  • 1 ცალი ბანანი

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 350 ხაჭო
  • 2 ცალი ბანანი
  • 200 გ არაჟანი
  • 15 გ ჟელატინი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • ასი მლ წყალი

მომზადება

1. ფუძის ინგრედიენტები ათქვიფეთ ბლენდერში ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

2. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მასზე ცომი. გაუკეთეთ პატარა ნაპირები.

3. გამოაცხე 180 გრადუსზე ათი წუთის განმავლობაში.

4. შიგთავსის მოსამზადებლად ბლენდერის ჭურჭელში შეურიეთ ბანანი, ხაჭო და შაქარი. შემდეგ დაამატეთ არაჟანი და კვლავ დააბლენდერეთ. ცხელ წყალში გახსენით ჟელატინი. აურიეთ და გააციეთ.

ჟელატინი ჩაასხით ხაჭოს მასაში და ისევ დააბლენდერეთ.

5. შიგთავსი დაასხით ფუძეს და შედგით მაცივარში 2-3 საათით. უმჯობესია მთელი ღამით.

6. სულ ეს არის. ხაჭოსა და ბანანის ჩისქეიქი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

იმედი გვაქვს, ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ! გაუზიარეთ იგი სხვებსაც!

კომენტარის დატოვება