ხაჭოს ფუნთუშები საფუარის გარეშე

ხაჭოსგან უამრავი გემრიელი დესერტი მზადდება. ერთ-ერთი ასეთი არის ფუნთუშები, რომლებიც უსაფუარო ცომით კეთდება და სიფუმფულეს მეორე დღესაც ინარჩუნებს.

ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ მის რეცეპტს!

ინგრედიენტები

  • 600 გ ხაჭო
  • 200 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 5 გ ვანილი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 30 გ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • 500 გ ფქვილი
  • 1 ს. კ. გამაფხვიერებელი
  • 3 ს. კ. სიმინდის სახამებელი
  • 50 გ არაჟანი

მომზადება

1. ჯერ მოამზადეთ ცომი, ამისთვის ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი – 100 გ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად. ნარევს დაამატეთ ხაჭო და ვანილი. კარგად აურიეთ.

2. თასში ჩაასხით რძე, აურიეთ კოვზით ან სათქვეფით. შემდეგ ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაამატეთ დარბილებული კარაქი. ცომი მოზილეთ ხელით.

3. ცომს მიეცით ბურთის ფორმა, დააფარეთ ტილო და დატოვეთ 15 წუთით. მოამზადეთ შიგთავსი. დარჩენილ ხაჭოს შეურიეთ 50-100 გ შაქარი, სახამებელი და არაჟანი.

4. შიგთავსი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით. აფუებული ცომი გააბრტყელეთ 2 ფირფიტის სახით. ნაპირები მოაჭერით და ფირფიტები დაჭერით კვადრატებად.

5. ყოველ კვადრატზე დადეთ თითო ს. კ. კოვზი შიგთავსი და ცომს პირი მოუკარით. ფუნთუშები დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობზე და ზემოდან მოუსვით კვერცხის გული.

6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გააციეთ ათი წუთი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიიტანეთ სუფრასთან!

ასეთი სახის ფუნთუშები გემრიელი და სასარგებლო დესერტია. მოამზადეთ სამოვნებით და მიირთვით გემრიელად!

კომენტარის დატოვება