დესერტი გაყინული ბანანით

ბანანს უმეტესად უმი სახით მიირთმევენ, ზოგჯერ ნამცხვრებთან ან ნაყინთან ერთადაც. ასევე არსებობს ბანანის პურიც. თუმცა არსებობს მისი შემწვარი და გაყინული ვარიანტებიც. მაგალითად ნაყინის მოსამზადებლად საკმარისია ის ჯოხს ჩამოაცვათ და მოასხათ გამდნარი შოკოლადი.

შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ბანანი ძალიან უხდება სხვადასხვა ნაყინს. ცალკე გაყინული ბანანი, იგივე სორბეტია. თუმცა თავისებური კონსისტენციის გამო ის გაყინულ იოგურტს უფრო ჰგავს.

გთავაზობთ განსხვავებულ და ორიგინალურ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 5 ცალი ბანანი
  • შავი შოკოლადი გემოვნებით
  • შედედებული რძე გემოვნებით

მომზადება

1. ბანანი დიდხანს ინახება საყინულეში. რეცეპტისთვის გამოგადგებათ წინასწარ გაყინული. გაყინეთ ის გაფცქვნილი სახით.

2. გაფცქვნილი ბანანი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, დაალაგეთ თეფშზე და შედგით საყინულეში 8 საათით.

3. როცა ხილი გაიყინება, ჩაყარეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ პიურეს სახით. გადაიტანეთ ფორმებში ან უბრალოდ კონტეინერში. სანამ პიურეს ფორმა აქვთ, ჩაამატეთ შედედებული რძე და შოკოლადი.

4. ნაყინი დატოვეთ საყინულეში 1 საათით და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

ეს დესერტი არის ნატურალური, ზომიერად ტკბილი, ზომიერად კრემიანი და ძალიან გემრიელი. თუ გსურთ რეცეპტის სრულყოფა, საკმარისია, უბრალოდ დაამატოთ ცოტა შედედებული რძე და მოაყაროთ შოკოლადის ფანტელები.

თუმცა ნაყინი გემრიელია ყოველგვარი შაქრის, რძისა და დანამატების გარეშეც. გირჩევთ შეინახოთ ეს რეცეპტი, სხვა დროსაც გამოგადგებათ!