პიცა ყველასთვის საყვარელი საჭმელია. კლასიკური პიცის გარდა შეგვიძლია მისი სხვა ვერსიაც შემოგთავაზოთ. ეს სახლური და ნოყიერი სუპერპიცაა, რომლის ერთი ნაჭერიც კი დაგანაყრებთ და გასიამოვნებთ.
ის ღვეზელს უფრო ჰგავს – მაღალია და მრავალშრიანი. სწორედ ამაშია მისი ხიბლი: რაც მეტი შიგთავსია, მით მეტ საყვარელ გემოს შეხვდებით. დავიწყოთ?
ინგრედიენტები
- 350 გ ფქვილი
- 10 გ საფუარი
- 1 ჩ. კ. მარილი
- 150 მლ წყალი
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 200 გ ქამა სოკი
- 150 გ ლორი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 150 გ მაგარი ყველი
- 6 ს. კ. კეტჩუპი
მომზადება
1. მოამზადეთ ცომი: ღრმა თასში ჩაცერით ფქვილი, დაამატეთ საფუარი, მარილი, თბილი წყალი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი. თასს დააფარეთ ჩაის ტილო და დადგით სითბოში 45 წუთით.
2. ხახვი, ლორი და სოკო დაჭერით პატარა კუბებად. შებრაწეთ ტაფაზე ცოტა ზეთის დახმარებით.
3. ამოსული ცომი გადაზილეთ და გააბრტყელეთ მოგრძო ოთხკუთხედის სახით. ცომს წაუსვით კეტჩუპი. ზემოდან დაალაგეთ ყველის ნაჭრები და მოშუშული მასა.
4. ოთხკუთხედი გადაახვიეთ რულეტის სახით და დაჭერით 10 სმ სიგანის ნაჭრებად. ისინი დაალაგეთ მრგვალ საცხობ ფორმაზე გადანაჭერით ქვემოთ.
5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთით.
შედეგი შესანიშნავი იქნება. ეს პიცა-ღვეზელი ჯდება საკმაოდ იაფი და მოსამზადებლადაც მარტივია. სინჯეთ და ისიამოვნეთ!