ცივ პერიოდში ვაშლის ღვეზელი ჩაისთან ერთად სასიამოვნო საღამოს გატარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
დღეს ჩვენ გთავაზობთ ამ ნამცხვრის შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივებისგან. მისთვის უმჯობესია ვაშლის მომჟაო ჯიში შეარჩიოთ.
ინგრედიენტები
- 1,5 კგ ვაშლი
- 280 გ შაქარი
- 50 გ კარაქი
- 3 ცალი კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
- 80 გ ფქვილი
- ვანილი
მომზადება
1. ვაშლი გარეცხეთ, დაჭერით ოთხად და ამოაჭერით გული.
2. საცხობ ფორმაზე დაალაგეთ კარაქის ნაჭრები. თანაბრად მოაყარეთ 100 გ შაქარი. ზემოდან დაალაგეთ ვაშლის ნახევარი, შემდეგ კვლავ შაქარი და ისევ ვაშლი.
3. ვაშლი გამოაცხეთ 40 წუთით 190 გრადუსზე.
4. ცომის მოსამზადებლად კვერცხს შეურიეთ დარჩენილი შაქარი, ვანილი და მარილი. ფქვილი გაცერით და ფრთხილად შეაზილეთ ამ მასას, სანამ ერთგვაროვანს არ გახდით. გამოიყენეთ სამზარეულოს ნიჩაბი.
5. ცომი დაასხით გამომცხვარ ვაშლს და აცხეთ კვლავ 20 წუთი.
ნამცხვარს ძალიან საოცარი გემო აქვს. სურვილის მიხედვით, ამ ღვეზელის მირთმევა შეგიძლიათ ნაღებთან, არაჟანთან ან ნაყინთან.
იმედი გვაქვს, რეცეპტი თქვენც მოგეწონებათ!