ბიფსტროგანოვი სოკოთი

სანამ ექსპერტები კამათობენ, თუ ვინ და როდის მოიგონა ბიფსტროგანოვი, ჩვენ ზუსტად ვიცით 2 ფაქტი: პირველი – ცნობილი სტროგანოვის ძროხის ხორცი შედის თითქმის ყველა ევროპული რესტორნის მენიუში. მეორე – ალბათ ყველა კულინარს ან მოყვარულს უცდია ამ კერძის მომზადება.

მარტივი, ნოყიერი, ამასთანავე გასაოცრად გემრიელი ბიფსტროგანოვი სადილზეც მისწრებაა და ვახშამზეც. ძალიან უხდება ბრინჯს, პიურეს და შემწვარ კარტოფილსაც.

გთავაზობთ ბიფსტროგანოვის მომზადების რეცეპტს

ინგრედიენტები

  • 500 გ საქონლის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 200 გ სოკო
  • 2 ს. კ. არაჟანი
  • 200 მლ საქონლის ბულიონი
  • 1 ს. კ. ფქვილი
  • 1 ს. კ. ზეთი
  • შავი პილპილი
  • მარილი

მომზადება

1. დაჭერით საქონლის ხორცი პატარა ნაჭრებად. გაათბეთ ზეთი ფართო ქვაბით. მსუბუქად შეწვით მასზე ხორცი. შემდეგ ამოიღეთ ტაფიდან და გადადეთ გვერდზე.

2. დაჭერით სოკო, შეწვით ტაფაზე 3 წუთით. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოამზადეთ 5 წუთით.

3. ხორცის ქვაბში ჩაასხით ბულიონი. შეუნთეთ ცეცხლი და აადუღეთ. დააბრუნეთ ქვაბში ხორცი, შემდეგ კი დაამატეთ სოკოსა და ხახვის ნარევიც. დააყარეთ მარილი, პილპილი, ფქვილი და ხარშეთ სანამ ხორცი დარბილდება (დაახლოებით 10 წუთი).

4. მომზადებამდე 2 წუთით ადრე დაამატეთ არაჟანი. გამორთეთ გაზი და დატოვეთ ქვაბი თავდახურული რამდენიმე წუთით.

სურვილის მიხედვით, ბიფსტროგანოვს დაამატეთ სხვადასხვა საკმაზი. მაგალითად, არაჟნის სოუსამდე შეგიძლიათ ჩაამატოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი: 2-3 ცალი. ეს კერძს ორიგინალურ გემოს მიანიჭებს.