ბავშვთა კვების თავისებურებანი იტალიაში

საინტერესოა, რომ ბავშვთა კვება, როგორც ასეთი, იტალიაში არ არსებობს. ბავშვი ადრეული წლებიდანვე მიირთმევს იმას, რასაც მოზრდილი ადამიანი. ყველაზე პოპულარული კერძი, კი, როგორც სკოლაში, ასევე სახლში – ეს არის პასტა. ამ დროს  იყენებენ ყველა შესაძლო სოუსს, რაც კი სასარგებლოა ბავშვისთვის.

საკვებ დაწესებულებებში ცალკე ბავშვის კერძი არ მოიპოვება. მათთვის მიაქვთ მოზრდილის პორციის ნახევარი, ან ბავშვისთვის შეუფერებელი ინგრედიენტის გარეშე სოუსით. თუ მშობლები ჭიქა ყავით ტკბებიან, ამ დროს მათ შვილთან მიაქვთ სოსისი ან კარტოფილი ფრი.

სტსტისტიკის მიხედვით, პატარა იტალიელების 70% მიირთმევს პასტას ან ბრინჯს. 45% თანახმაა ხორციან კერძზეც, ხოლო 15% -თევზზე. დაახლოებით 30% ბავშვებისა რეგულარულად მიირთმევს ყველს.

ჭარბი წონის პრობლემა ბავშვთა შორის ძალიან მწვავედ დგას იტალიაში. თუკი ჩრდილოეთ რეგიონსა და სარდინიაში ბავშვები მეტ-ნაკლებად ბალანსირებულად იკვებებიან, და იქ 25% ს აწუხებს ჭარბი წონა, სამხრეთ იტალიაში ეს პრობლემა უკვე 40% – ის წინაშე დგას.

კულინარული პატრიოტიზმი

აღსანიშნავია, რომ იტალიელები ნამდვილი კულინარული პატრიოტები არიან და თავიანთ ეროვნულ კერძებს სხვა ჯანმრთელ საკვებზე, მათ შორის ზღვის პროდუქტებზეც კი მაღლა აყენებენ. ეს ჩვევა მათ ბავშვობიდან უყალიბდებათ. მშობლები ცდილობენ, საყვარელ  კერძებში ცოტა ბოსტნეული ან მწვანილი მაინც შეაპარონ თავიანთ პატარებს. თუმცა როგორც ყველა ბავშვი, იტალიელი მოზარდებიც ამჯობინებენ შემწვარ კარტოფილს, პიცას, სხვადასხვა ტკბილეულს და გაზიან სასმელს.

იტალიაში ბავშვთა და მოზრდილთა კვების რაციონს შორის განსხვავება მინიმალურია. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი არაბალანსირებული კვების მიუხედავად, პატარა იტალიელები იზრდებიან ჯანმრთელები და საკმაოდ ტანად ახალგაზრდებად ყალიბდებიან.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ თანამედროვე ბავშვებს იმაში, რომ მათ უყვართ ფრი, პიცა და ა. შ. თუმცა გვავიწყდება, პატარები რომ ვიყავით, არანაკლებ ცომეულს მივირთმევდით ბებიას მომზადებული სხვადასხვა კრემიანი ნამცხვრებისა თუ ფუნთუშების სახით. ასე, რომ…

კომენტარის დატოვება