შაქრიანი ხრაშუნა მილაკები ფორთოხლით

ვაფლის მილაკები ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. ის კრემითაც გემრიელია და მის გარეშეც. თუმცა არსებობს ე. წ. შაქრიანი მილაკები, რომლებიც ცოტა განსხვავებულად მზადდება.

ეს დესერტი უფრო ხრაშუნა გამოდის და კარგადაც გამოიყურება. თქვენი ოჯახის წევრებიც და სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩებიან ამ ნუგბარით.

ინგრედიენტები

  • 250 გ შაქარი
  • 65 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 125 გ კარაქი

მომზადება

1. კარაქი გაადნეთ პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე. ცალკე თასში ფქვილს შეურიეთ შაქარი, მანდვე დაამატეთ 125 გ ფორთოხლის წვენი და ნახევარი ფორთოხლის ცედრა. ამ მასაში ჩაასხით გამდნარი და შეგრილებული კარაქი.

2. შეურიეთ ეს ინგრედიენტები სათქვეფით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცომს დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით საცხობს ჩააფინეთ პერგამენტი.

3. ცომი გადაიტანეთ პერგამენტზე პატარა თხელი სწორკუთხედების სახით (ზომა 15 სმ|7 სმ). ცომის ამ რაოდენობით გამოვა 25  ცალი ფირფიტა.

4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში. ფირფიტები უნდა გახდეს ოქროსფერი. შემდეგ ფრთხილად მოაცილეთ ისინი პერგამენტს – შეგიძლიათ დაიხმაროთ სამზარეულოს პატარა ნიჩაბი.

5. აცხვეთ კიდევ 20 წამი. სანამ ისინი თბილია, უფრო მეტად მოქნილია. ამიტომ თბილი გადაახვიეთ მილის სახით. შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ფირფიტის გადახვევაც.

გამოიღეთ ფორმა მაშინ, როცა ნამცხვარი მთლიანად გაცივდება. შაქრის მილაკები ფორთოხლით ძალიან ხრაშუნა და ნაზი ნუგბარია. მას ძალიან უხდება ვანილის ნაყინი ან რაიმე მუსი. ასეთი დესერტი მისწრებაა ჭიქა ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებსაც.