ტროპიკული ჩისქეიქი ბანანითა და ჟელეთი

ბანანი იმდენად ტკბილი და ნოყიერი ხილია, რომ მისგან მომზადებული დესერტები შაქრის დამატებას თითქმის არ საჭიროებს.

ტროპიკული ჩიზქეიქი ბანანით კი – ისეთი ნუგბარია, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევენ როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები წლის ნებისმიერ სეზონზე. ის უბრალო ინგრედიენტებისგან შედგება, თუმცა ნებისმერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 200 გ ორცხობილა
  • 22 გ ჟელატინი
  • 350 გ ხაჭო
  • 4 ცალი ბანანი
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 80 გ კარაქი
  • 100 მლ წყალი
  • 150 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 90 გ ლიმონის ჟელე

მომზადება

  1. ჯერ მოვამზადოთ ფუძე. ნეიტრალური გემოს მქონე რომელიმე ორცხობილა დაამტვრიე და ჩაყარე ბლენდერში. იქვე მოათავსე დარბილებული კარაქი. დააქუცმაცე ერთად.
  2. მოსახსნელი ფორმა მოათავსე ბრტყელ თეფშზე. დააფინე პერგამენტის ქაღალდი და ჩაყარე ორცხობილას მასა. კარგად დატკეპნე. შედგი მაცივარში 15 წუთით.
  3. ამასობაში 15 გ ჟელატინს დაასხი თბილი წყალი. გადადე დროებით. ბლენდერში ერთად ათქვიფე ორი ცალი ბანანი, ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილის შაქარი.

4. ამ მასაში თანდათან ჩაასხი დარბილებული ჟელატინი. კარგად აურიე და დაასხი ორცხობილას ფუძეს. შედგი მაცივარში ერთი საათით.

5. ამ დროის განმავლობაში მოამზადე ლიმონის ჟელე. გააკეთე ინსტრუქციის მიხედვით. საიმედოობისთვის დაამატე დარჩენილი 7 გ ჟელატინი.

6. დარჩენილი ბანანი გაფცქვენი და დაჭერი მრგვალ ნაჭრებად. ისინი მოათავსე გაციებული ხაჭოს მუსის ზედაპირზე და დაასხი ლიმონის ჟელეს ნახევარი. შედგი მაცივარში ამჯერად 15 წუთით.

7. შემდეგ დაასხი დარჩენილი ლიმონის ჟელე და შედგი მაცივარში მინიმუმ 4 საათით. უმჯობესია მთელი ღამით დატოვო მაცივარში. ფორმა ფრთხილად მოხსენი და დაჭერი საპორციო ნაჭრებად. სილამაზისთვის შეგიძლია ზემოდან მოაყარო ქოქოსის ფანტელი ან მორთა ციტრუსის ნაჭრებით. ასეთი კაშკაშა ტორტი ნებისმიერ დაბადების დღეს დაამშვენებს. სტუმრები ნასიამოვნები დარჩებიან.

გემრიელად მიირთვით და სხვებსაც გაუზიარეთ ეს იოლი რეცეპტი!

თქვენ როგორ ამზადებთ ჩიზქეიქს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

კომენტარის დატოვება