ახალი მწვანილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და ყოველთვის სასურველია, რომ გვქონდეს ხელთ. თუმცა ის მალე ფუჭდება და შენახვის სწორ წესებს მოითხოვს.
დიასახლისები მწვანილის ვადის გასახანგრძლივებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ: აწყობენ მაცივრის სხვადასხვა თაროზე, ცდილობენ შეინახონ ოთახის ტემპერატურაზე, აწყობენ სხვადასხვა პარკში… თუმცა ისინი ან ჭკნება ან ლპება.
ჩვენ დღეს გთავაზობთ მწვანილის შენახვის ვადის გახანგრძლივების რამდენიმე წესს.
წესი N1
პირველ რიგში მწვანილს მოხსენით შეფუთვა, გაასუფთავეთ ის, მოაშორეთ გაფუჭებული ნაწილები და დაახარისხეთ სახეობრივად.
მოამზადეთ ქაღალდის ხელსახოცები ან პერგამენტი და შეახვიეთ მასში მწვანილი. შეინახეთ მაცივრის ყველაზე ქვედა თაროზე, ასეთი სახით ის ორ კვირამდე გაძლებს, ვინაიდან ამ დროს ის დაცული იქნება ზედმეტი ჟანგბადისგან.
წესი N2
ამჯერადაც მწვანილს მოაშორეთ შეფუთვა, დაახარისხეთ, მოაშორეთ მას გაფუჭებული ნაწილები და შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში. კარგად დაფერთხეთ და მოათავსეთ საკვებ კონტეინერში. ასეთი სახით მწვანილი მაცივარში 1 თვემდე გაძლებს.
გახსოვდეთ, რომ მწვანილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში და არც მის გარეშე. ამ ორი წესიდან შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და შეინახეთ მწვანილი დიდი დროუთ.
უპირატესობა მიანიჭეთ მეორე მეთოდს – გარეცხეთ პროდუქტი და ჩაალაგეთ კონტეინერებში, ასე პროდუქტი საუკეთესოდ შეინარჩუნებს თავის სუნსაც. იმედი გვაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ!
თქვენ რა სახით ინახავთ მწვანილს?