ბევრი დიასახლისი გაურბის საფუარიან ცომს, რადგან ეს პროცესი ერთულებათ. თუმცა არსებობს აღნიშნული ცომის მომზადების უფრო მარტივი მეთოდიც. ის მზადდება სწრაფად და თან მზადების პროცესი საინტერესოა. უხდება ყველა სახის შიგთავსი – ტკბილიც და არატკბილიც.
რეცეპტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს ღვეზელის ფორმირებაში. სცადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
- 250 გ კარაქი
- 250 მლ რძე
- 1 ს. კ. შაქარი
- 1 ჩ. კ. მარილი
- 11 გ საფუარი
- 500 გ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 180 გ მწვანე ხახვი
მომზადება
1. მოხარშეთ კვერცხი, გააციეთ და დაჭერით პატარა კუბებად. მწვანე ხახვიც დაჭერით. 50 გ კარაქი კი გაადნეთ, დაამატეთ მას კვერცხი, 0,5 ჩ. კ. მარილი და მწვანილი. კარგად აურიეთ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე.
2. დარჩენილი კარაქი გაადნეთ, ცხელშივე ჩაასხით ცივი რძე და აურიეთ. დაამატეთ შაქარი, 0,35 ჩ. კ. მარილი და საფუარი. აურიეთ სათქვეფით, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება. დატოვეთ სითბოში 5 წუთით.
3. ნარევი ჩაასხით დიდ ჯამში, თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი და აურიეთ კოვზით. ცომი მოზილეთ და გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ის უნდა იყოს რბილი, მაგრამ ხელებს არ უნდა ეკრობოდეს.
4. ცომი გაყავით 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ თხელი და ნახევრად გამჭვირვალე ფირფიტის სახით – ზომით 45სმ/25სმზე. შიგთავსი მოათავსეთ ფართო ნაპირზე და გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტის სახით. დაუმაგრეთ ბოლოები.
5. ჩაყავით ხელი ფქვილში და შემდეგ დაწოლითი მოძრაობით რულეტი გაყავით სათითაო ღვეზელებად. ღვეზელის ნაპირები მოათავსეთ ქვემოთ და დაალაგეთ ისინი საცხობზე. გამოაცხეთ 25 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს მიიღებს.
ღვეზელი გამოდის თხელი, ნაზი ცომისა და დიდი რაოდენობით შიგთავსის მქონე. ცხელი სახით ის ფხვიერია, ხოლო გაციების შემდეგ რბილდება. ის მეორე დღესაც საკმაოდ გემრიელი იქნება.