კულინარიის ახალი სიტყვა: ბლინების მომზადება სახამებლისგან

გაგიკვირდებათ და ბლინების ბევრ სახეობას შორის არსებობს ე. წ. ,,სახამებლის ბლინები”. მას გარკვეული უპირატესობებიც აქვს – ეს ბლინები არ იხევა, რადგან საკმაოდ მკვრივი და დრეკადი სტრუქტურისაა. ამიტომ კარგი გამოსაყენებელია ტორტებისთვის.

სახამებლის ბლინები გამოირჩევა ნაზი და სასიამოვნო გემოთი. გირჩევთ, დრო არ დაკარგოთ და მოამზადოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 3 ს. კ. სახამებელი
  • 250 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 1/4 ჩ. კ. მარილი
  • 1 ს. კ. შაქარი
  • 1 ს. კ. ზეთი

მომზადება

1. კარტოფილის სახამებელი ჩაცერით ღრმა თასში. დაასხით მას თბილი რძე და აურიეთ სათქვეფით. კვერცხი ცალკე ათქვიფეთ ჩანგლით და ჩაასხით ის სახამებელში. დაამატეთ მარილი და შაქარი.

2. ნარევს დაამატეთ ზეთი, კარგად აურიეთ სათქვეფით. ცომი საკმაოდ თხელი იქნება, მაგრამ არ შეშინდეთ.

3. ტაფა გაახურეთ, წაუსვით მას ცოტა ზეთი. ჩაასხით მასში ცომი. უნდა გამოვიდეს თხელი ფენა.

4. ბლინი გადააბრუნეთ მეორე მხარეს და გააგრძელეთ ასეთი ცხობა ბოლომდე. თითოეულ მხარეს დაახლოებით 1 წუთი დასჭირდება. მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დაგეწვათ.

პროდუქტების ამ რაოდენობით თქვენ გამოგივათ 5 ან 6 თხელი ბლინი. მასზე შეგიძლიათ წაუსვათ კრემ-ყველი, ხაჭო, შოკოლადი ან არაჟანი.

სახამებლის მდგრადი და გემრიელი ბლინები ძალიან მოეწონებათ ბავშვებსაც. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

კომენტარის დატოვება