მოხარშული სტაფილო ბევრს არ უყვარს. იქნებ იმიტომ, რომ მას გემრიელად ვერ ამზადებენ?
ჩვენ დღეს გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ამ კაშკაშა ბოსტნეულისგან ჰაეროვანი დესერტი.
გამომცხვარი სტაფილო
ინგრედიენტები
- 220 გ სტაფილო
- ერთი ჭიქა რძე
- ერთი ცალი კვერცხი
- 30 გ მანი
- ერთი კვერცხის ცილა
- 20 გ ფქვილი
- 35 გ კარაქი
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადება
1. სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად.
2. დაასხით სტაფილოს რძე და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
3. გააციეთ და ბლენდერით ან ხორცსაკეპი მანქანით მიიყვანეთ ფაფის მდგომარეობამდე.
4. სტაფილოს პიურეს დაამატეთ ფქვილი, შაქარი, მანი, კვერცხი და დარბილებული კარაქი. ათქვიფეთ ბლენდერით.
5. ცალკე თასში შეურიეთ კვერცხის ცილა მარილს.
6. ფრთხილად და თანმიმდევრობით ცილის ნარევი ჩაამატეთ სტაფილოს პიურეს და კარგად აურიეთ.
7. აიღეთ რამდენიმე საცხობი ფორმა, წაუსვით მას ცხიმი, მოაყარეთ მანი და ჩადეთ მასში სტაფილოს მასა. ფორმებს სულ ნუ გაავსებთ, ცოტა ადგილი დატოვეთ.
8. ფორმები შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
9. როცა სტაფილოს ნამცხვარი დაიბრაწება (დაახლოებით 20 წუთში), ქურა გამორთეთ და დესერტი დატოვეთ გასაციებლად.
10. ნარინჯისფერი სუფლე შეგიძლიათ პირდაპირ ფორმებში ჩადოთ და ისე მიიტანოთ სუფრასთან. შეგიძლიათ მორთოთ კენკრით ან პიტნის ფოთლებით.
11. გემრიელად მიირთვით!
იმედი გვაქვს, დესერტით თქვენც ისიამოვნებთ!