4 Სხვადასხვა კერძის მომზადების იდეა შეყვარებული ადამიანებისთვის

საახალწლო და საშობაო დღესასწაულები უკან დარჩა. თუმცა წინ გველის შეყვარებულთა დღე – ეს კი ახლობლების გახარების კიდევ ერთი საბაბი იქნება. წმინდა ვალენტინის დღისადმი მიძღვნილი კერძები შეგიძლიათ მოამზადოთ მარტივად და ორიგინალურად. ჩვენ ამისთვის გთავაზობთ რამდენიმე იდეას. 

ეს კერძები მზადდება ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან სულ რამდენიმე წუთში. გამოდის ძალიან ლამაზი, მინიმალისტური და ორიგინალური.

ერბო-კვერცხი შეყვარებულებისთვის

ინგრედიენტები 

  • 3 ცალი სოსისი
  • 3 ცალი პომიდორი ჩერი
  • ერთი ნაჭერი ტოსტის პური
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

Მომზადება

  1. Სოსისის ბოლოები გაჭერით დიაგონალზე, დაალაგეთ ისინი გულის ფორმით და დაალაგეთ კბილის ჩხირით.
  2. პომიდორ ჩერის მოაჭერით დიაგონალურად ნახევარზე ნაკლები. Პომიდვრის დიდი ნაწილებიც ასევე დაალაგეთ გულის ფორმით და დაამაგრეთ ჩხირით. 
  3. გულის ფორმის დახმარებით ამოჭერით ტოსტის პური. Ქერქიანი ნაწილი კი გააცხელეთ ზეთიან ტაფაზე, შუაგულში კი ათქვიფეთ კვერცხი. 
  4. გვერდებზე მიუალაგეთ გულის ფორმის სოსისები, კვერცხს მოაყარეთ მარილი და პილპილი.

კვერცხი სოსისით

Ინგრედიენტები

  • 2 ცალი სოსისი
  • 2 ცალი კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

Მომზადება

  1. სოსისი გაჭერით სიგრძეზე არასრულად. Მიეცით გულის ფორმა და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. 
  2. გულის ფორმის სოსისი დადეთ ცხელზეთიან ტაფაზე და შიგნით ჩაახალეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გულის ფორმის ბუტერბროდები

ინგრედიენტები

  • 2 ნაჭერი ყველი
  • 2 ნაჭერი ლორი
  • 3 ნაჭერი პური

მომზადება

  1. ფორმით ამოჭერით გულები ყველიდან და ლორიდან. გაუცვალეთ მათ ადგილები და დაალაგეთ პურის ნაჭრებზე.
  2. იმავე ფორმით ამოჭერით გულები პურისგან, ყველისგან და ლორისგან. ააწყეთ ბუტერბროდი

გულის გორმის მქონე ტოსტები შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 4 ნაჭერი ტოსტის პური
  • 2 ს. Კ. მურაბა

მომზადება

  1. ფორმის დახმარებით ამოჭერით 2 გული ტოსტის პურებიდან. ერთ-ერთისგან კიდევ ერთი პატარა გული ამოჭერით.
  2. მთლიან გულს წაუსვით მურაბა ან ჯემი და ზემოდან დაადეთ მეორე პატარა გული. 

ეს იოლი სადღესასწაულო კერძები ვალენტინობის დღისთვის შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას. მეტი რა არის საჭირო ამ დღეს?იმედი გვაქვს, მოგეწონებათ ჩვენი რეცეპტები!

კომენტარის დატოვება