სიბრმავე განკურნებადი ხდება: მეცნიერებმა რქოვანას პრინტერით დაბეჭდვა შეძლეს

3D-ბეჭდვა არამხოლოდ ახალი დეკორაციების ან მარსის კოლონიზაციისთვის საჭირო ინსტუმენტებისთვისაა განკუთვნილი – ოდესღაც იგი კაცობრიობას სიბრმავისგან გადაარჩენს.

ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა დაებეჭდათ 3D-პრინტერით ადამიანური რქოვანა – თვალის კაკლის გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც ფერის გარდატეხასა და ფოკუსირებაზეა პასუხისმგებელი.

რქოვანის დაავადებით, დაზიანებით თუ დამწვრობით გამოწვეული სიბრმავე 5 მლნ ადამიანს აწუხებს, კიდევ 10 მლნ ადამიანი კი რქოვანის გადანერგვისა და აღდგენის ოპერაციის მოლოდინშია. ახლა შესაძლებელია რქოვანას დონორობა გარდაცვალების შემდეგ, თუმცა დონორობის მსურველთა რაოდენობა არაა საკმარისი ყველა პაციენტის განსაკურნებლად.

ხელოვნური რქოვანას დასამზადებლად, გუნდმა არც ისე ძვირადღირებული 3D-პრინტერი გამოიყენა. იგი „ბიო-მასალის“ ფენას ქმნის კონცენტრირებული წრეების სახით, რაც რქოვანას ფურცლის ფორმას აძლევს. შემდეგ ნაკეთობას უმატებენ ღეროვან უჯრედებს და აძლევენ გაზრდის საშუალებას, რათა ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი რქოვანა შექმნან.

არ იფიქროთ, რომ რქოვანა ისეთივე ცისფერი იქნება, როგორც ფოტოზე ჩანს – იგი სრულიად გამჭვირვალე ხდება.

– „ჯგუფის მკვლევარები ეძებდნენ იდეალურ ბიო-მასალებს რქოვანას შესაქმნელად. ჩვენი უნიკალური გელი შექმნილია ალგინატისა და კოლაგენისგან, იგი უნარჩუნებს ღეროვან უჯრედებს სიცოცხლეს. მასალა საკმაოდ მყარი გამოდის ფორმის შესანარჩუნებლად, ამავდროულად კი საკმაოდ რბილი იმისათვის, რომ 3D-პრინტერით დაიბეჭდოს.“

მეცნიერების ამ ნაშრომებში გამოიყენეს წინა ნაშრომებიც, რომელთა არსიც ცოცხალი უჯრედების ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში შენახვაში მდგომარეობდა ანალოგიური ჰიდროგელის დახმარებით.

ახლა მათ გამოყენებისთვის მზა ბიო-მასალა აქვთ, რომელიც შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს ბიო-ქსოვილების მარტივად დაბეჭდვისა, ისე, რომ არ დახარჯონ დრო ცალკეული უჯრედების გამოყვანაში.

ორგანიზმში ქსოვილების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რქოვანა არ შეიცავს სისხლძარღვებს, რაც ამარტივებს ტრანსპლანტაციის პროცესს.

იმისათვის, რომ სწორად გაზომონ რქოვანას ფორმა და ზომა, ჯერ გამოიკვლევენ პაციენტის თვალს. მეცნიერების თქმით, ეს მეთოდი საშუალებას მისცემს ექიმებს, გადაუნერგონ პაციენტებს მათ თვალზე მორგებული რქოვანები.

პროფესორმა კონონმა დაამატა:

– „ახლა ჩვენი ხელოვნური რქოვანა გადის სხვა გამოცდებს, რათა რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლოთ მათი გადანერგვა. თუმცა, უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს დღე ნამდვილად დადგება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია შექმნა რქოვანისა, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება პაციენტს.“

კომენტარის დატოვება