ტესტი: აირჩიეთ სიმბოლო და მიიღეთ შეტყობინება, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და აირჩიეთ სიმბოლო, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. საპასუხოდ გეტყვირთ რა უნდა გააკეთოთ უკეთესი მომავლისთვის.

აბა, 6-დან რომელი გიზიდავთ?

1

მოვიდა დრო საკუთარ ბედისწერას მიენდოთ. იმის მაგივრად, რომ მას ებრძოლოთ, გადადგით 1 ნაბიჯი უკან და ეცადეთ იცუროთ დინების მიმართულებით. ნუ ფიქრობთ ძალიან ბევრს მომავალზე და ეცადეთ იცხოვროთ აწმყოთი. დამშვიდდით და ფოკუსირდით იმაზე, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე გაიგებთ რა ნაბიჯი გადადგათ შემდეგი. გაექეცით სწრაფ გადაწყვწტილებებს. მინართეთ მედიტაციას და გაიგებთ რა მოიმოქმედოთ.

2

საზღვრები – ეს ცუდი არაა, თუ ფრთხილად და გონივრულად განვსაზღვრავთ.  მოვიდა დრო დააყენოთ ისინი, რადგანაც ბევრი უკვე არსებული მალე დაირღვევა. შეიტანეთ ცხოვრებაში მეტი სტრუქტურა, ჩამოყალიბდით მიმართულებაში – სწორედ ამაზე უნდა კონცენტრირდეთ ახლა. აუცილებელია იზრუნოთ იმ რაღაცეებზე, რომელთა დაგეგმვა შეუძლებელია და შეწყვიტოთ დროის და ენერგიის დახარჯვა იმ ადამიანებსა და სიტუაციებზე, რომლებიც თქვენ მიერ დასახულ მიზნებს არ ემსახურებიან. ასევე, ეს სასიკეთო დროა იმისთვის, რომ სახლი ყველაფერი ზედმეტისგან გაასუფთაოთ.

3

თქვენ სწორ გზაზე ხართ! მაშინაც კი, თუ ყოველთვის აშკარა არაა რა უნდა აკეთოთ მომავალში, გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ახლა თქვენ მწვერვალზე ხართ და ბევრი კითხვაც რომ გიტრიალებდეთ თავში, გახსოვდეთ, რომ მხარდაჭერა გაქვთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ყოველთვის საჭირო დროს ხდება. არ გჭირდებათ ნერვიულობა მომავალსა და წარსულზე, იყავით აწმყოში და შეიგრძენით ცხოვრების ჯადოსნურობა.

4

მოვიდა დრო დაემშვიდობოთ წარსულს. ზედმეტად ფოკუსირდებით იმაზე, რაც აწმყოსთან კავშირში არაა. თუ ტირილი და ტაიმაუტის აღება გჭირდებათ, რათა ჭრილობები მოიშუშოთ, არ აქვს აზრი მუდამ ერთსა და იმავე ისტორიაზე ჩაიციკლოთ. დატოვეთ წარსული უკან და შეეგებეთ აწმყოს. აიღეთ ცხოვრება საკუთარ ხელში და გააკეთეთ ყველაფერი რაც გჭირდებათ. შეგწევთ ძალა შეცვალოთ მომავალი. ამის გასაღები მიმდინარე მომენტზე ყურადღების გადართვაა. იმისთვის რომ დაშორდეთ წარსულს, ჩამოწერეთ ყველაფერი ქაღალდზე ან მიენდეთ მეგობარს. ბოლოჯერ გადაანალიზეთ ემოციები, რომელსაც განიცდიდით და შემდეგ გაუშვით. სანამ ამას არ გააკეთებთ, წინ ვერ წახვალთ.

5

დრო სწრაფად იცვლება. დადგა ჯერი ახალი მიზნები დაისახოთ. ეს იდეალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ახალი ფურცელი გადაშალოთ და ცხოვრების ახალი თავი დაიწყოთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეცადეთ გაიგოთ, რა გსურთ. ჩამოწერეთ საქმეები, რაც ბედნიერს გხდით და დაკავდით მათით.

6

ძალიან ხართ ჩაციკლული გარეგნობაზე, იმის მაგივრად რომ შიგნით სულში ჩაიხედოთ. გაქვთ პასუხები ყველა კითხვაზე, საჭიროა მხოლოდ მოუსმინოთ საკუთარ თავს. ახლა თქვენი ფიქრები სრულ უწესრიგობაშია და დაკარგულობას განიცდით. მიმართეთ მედიტაციას, ისეირნეთ, დაიმშვიდეთ ტვინი და იპოვნეთ ჰარმონია საკუთარ თავთან. ეძებეთ პასუხები და ნუ ჩაიციკლებით გარკვეულ ნაკარნახებ ნიშნებზე.

 

კომენტარის დატოვება