ორსულობის დროს შესრულებული 12 რთული როლი

ფილმის გადაღება რთული პროცესია და როცა მსახიობებს მაშინ უწევთ თამაში, როცა ბავშვს ელოდებიან, ეს გარემოება ახალ გამოწვევებს და დაძაბულობას ქმნის. ჩვენ გვინდა პატივი ვცეთ ამ ძლიერ ქალებს. კოსტიუმების დიზაინერებს, მაკიაჟის ოსტატებს დ აოპერატორებსაც კი უწევდათ გარკვეული ხრიკები გამოეყენებინათ იმისათვის, რომ დაემალათ მსახიობის ორსულობა. მაგრამ, ზოგჯერ ფეხმძიმობა იყო ის, რაც ისტორიასაც სჭირდებოდა.

შესაძლოა მათზე არც გეფიქრათ, რომ ბავშვს ელოდებოდნენ, მაგრამ ასეა:

 

სინტია ნიქსონი — სექსი დიდ ქალაქში

როცა სინტიას გმირი მირანდა სერიალში დაორსულდა, მსახიობს აღარ დასჭირვებია დიდი მუცელი დაემალა.

ლიზა კუდროუ — მეგობრები

მეოთხე სეზონში, ლიზას გმირი ფიბი თანხმდება ნახევარძმას იყოს მისი სუროგატი დედა, იმიტომ რომ მსახიობი რეალურადაც ორსულად იყო. ფიბის სამი ტყუპი შეეძინა, ლიზა კი მხოლოდ ერთზე იყო ორსულად, ამიტომაც სჭირდებოდა დამატებითი ბალიში მუცლის გასაზრდელად.

 

ჯულია რობერტსი — ოუშენის 12 მეგობარი


ჯულია თამაშობს ქალს, რონელიც თავს აჩვენებს რომ ორსულადაა, მაშინ როცა თავად ჯულია რეალურად ორსულად იყო. რობერტს ტყუპები გაუჩნდა.

 

მარსია კროსი — სასოწარკვეთილი დიასახლისები

იქამდე, სანამ 45 წელი შეუსრულდებოდა, მსახიობმა აღმოაჩინა რომ ტყუპებზე იყო ორსულად და სიუჟეტმა უეცარი შემოტრიალება განიცადა – მისი პერსონაჟი ბრი ვან დე კამპი თავს აჩვენებს ყველას რომ ორსულადაა, რათა საზოგადოებრივი სირცხვილი აირიდოს თავიდან. ორსულობის ბოლოს მსახიობი ისე ცუდად გრძნობდა თავს, რომ გადაღების პროცესმა მის სახლში გადაინაცვლა. საბედბიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და მას 2 ჯანმრთელი ბავშვი ეყოლა.

ელისონ ჰანიგანუ — როგორ შევხვდი დედათქვენს


გადაღებების დროს ელისონი ორჯერ დაორსულდა. პირველად მისი ფეხმძიმოვა ყველანაირად შენიღბეს, სამოსითა და სწორი კუთხეებიდან გადაღებით. მეორედ კი სცენარისტებმა გადაწყვიტეს მისი პერსონაჟიც დედად ექციათ.

ჰოლი ბერი — იქს მენები


ბლოკბასტერის გადაღებების პერიოდში ჰოლის დაორსულება ნამდვილი სიურპრიზი იყო, რადგანაც მის გმირს, შტორმს არ შეეძლო ორსულად ყოფილიყო. რეჟისორმა, ვრაიან სინგერმა ყველაფერი გააკეთა ამ ფაქტის დასაფარად. შტორმის როლი შეამცირეს, მისი კოსტიუმი შეცვალეს და ბრძოლის სცენებში დუბლიორით ჩაანაცვლეს.

 

ქეით ბლანშეტი — ინდიანა ჯონსი


ქეითი უნიკალური მსახიობია. მან პირველი ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როცა შარლოტა გრეის განასახიერებდა, მეორე ორსულობა დაემთხვა ფილმს The Life Aquatic with Steve Zissou, მესამე კი ინდიანა ჯონსის გადაღებების დროს შეემთხვა, სადაც ბოროტმოქმედს თამაშობს. ამ თავგანწირულმა მსახიობმა მოახერხა გამკლავებოდა ყველა რთულ მოძრაობას და დუბლიორის დახმარება არ დასჭირვებია.

პენელოპე კრუზი — კარიბის ზღვის მეკობრეები


კაპიტან ჯეკ ბეღურას მეოთხე ფილმში კრუზი ორსულობის დასაწყის თვეებშია. მართალია მისი მუცელი არც ისე დიდია, თუმცა ოპერატორს უწევდა მეტი ახლო ხედები გადაეღო, რათა ფაქტი ყველანაირად გაექარწყლებინა.

იმის მიუზედავად, რომ სცენების უნეტესობა წყალშია, მსახიობს წარმატებით გამოუვიდა პირველი ტრიმესტრი უსაფრთხოდ გადაეტარებინა.

 

ნაომი უოთსი — აღმოსავლური დაპირებები


ნაომის გადაღებების დასაწყისში არ გაუმხელია, რომ ორსულად იყო. მხოლოდ კოსტიუმების დიზაინერმა აღმოაჩინა იმის ნიადაგზე, რომ პერსონაჟს განსაზღვრული ტანისამოსი აღარ ერგებოდა.

 

ჯუდი ფოსტერი — შიშის ოთახი


ჯუდი თრილერში მონაწილეობას არ გეგმავდა. ის ნიკოლმა დატოვა და მან შემდეგ განაცხადა თანხმობა. გადაღებების დროს მან აღმოაჩინა რო მეორე შვილს ელოდებოდა. ამას ხელი არ შეუშლია როლი სათანადოდ განესახიერებინა და მისივე მტკიცებით, პირიქით უფრო ძლიერიც კი გახადა ამ მოცემულობამ. ყველა სცენა სადაც მოტკეცილი სამოსი აცვია, ორსულობის პირველ ხანებშია გადაღებული.

კირა ნაიტლი — ევერესტი


მისი ურთიერთობა ჯეიმს რაიტონთან გამჟღავნდა მხოლოდ ერთი შემთხვევის შემდეგ, როცა კირამ გამოაქვეყნა ფოტო ბავშვის ეტლით. როცა ორსულად იყო ფილმ “ევერესტში” მონაწილეობდა, იქაც ორსული იმიჯით. მაგრამ, ფაქტი, რომ რეალურადაც ორსულად იყო გუნდის წევრევმაც არ იცოდნენ.

 

გალ გადოთი — ვონდერ ვუმენი


გალიც ფრთხილად უმალავდა ორსულობას გუნდის წევრებს. მაგრა გარკვეული დროის შემდეგ ორსულობა აშკარა გახდა. მას სპეციალური კოსტიუმის ჩაცმა უწევდა, რომელიც მუცელს მალავდა, ზოგიერთი სცენა კი მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ გადაიღეს.

კომენტარის დატოვება