დიასახლისების საიდუმლო, როგორ ალაგებენ სახლს

სახლის დალაგება შრომატევადი პროცესია და თითქოს შედეგიც ნაკლებად ჩანს – მოიხედავ და ისევ ჭუჭყიანია. თუმცა პროფესიონალები ამ პრობლემებს ადვილად უმკლავდებიან, მაგალითად, დიდ სასტუმროებში, სადაც დიდი ფართია დასალაგებელი. იქ ყოველდღე ალაგებენ და თან იცავენ წლების წინ შემუშავებულ ტექნიკებს, ზოგიერთი ხრიკების გამოყენება კი ჩვენს სახლებშიც შეგვიძლია.

ვცადოთ და გავერკვეთ დალაგების იმ ეტაპებში, რასაც პროფესიონალები ფლობენ.

დალაგების მიმდევრობა

სასტუმროს ცალკე ნომერში პირველად საძინებელს ამატებენ, შემდეგ კი აბაზანას. ამდენად ზედმეტი ბაქტერიებისა და ტენის გადატანა საცხოვრებელ ოთახში არ ხდება. ასევე უნდა მოიქცეთ სახლის დალაგების დროსაც – ჯერ საძინებელი და სასტუმრო ოთახი უნდა დაალაგოთ, შემდეგ სამზარეულო და აბაზანა.

განიავება

დალაგება ყოველთვის განიავებით იწყება, მით უფრო, თუ გამწმენდი საშუალებების გამოყენებას აპირებთ. ცივ პერიოდში ამისთვის შეგიძლიათ 10 წუთი გამოყოთ და ფანჯრები მოგვიანებით გააღოთ. მაგალითად, გაანიავეთ საძინებელი, სანამ სამზარეულოს ალაგებთ.

ნაგვისა და თეთრეულის მოგროვება

უშუალო დალაგების წინ სათავსო გაათავისუფლეთ ზედმეტი ნივთებისგან და ნაგვისგან. მოაგროვეთ ნაგავი ერთად და გაიტანეთ ოთახიდან. ასევე დაალაგეთ საწოლის თეთრეული და პირსახოცები. ჭუჭყიანი ჭურჭელი რაკოვინაში ჩაალაგეთ, ტანსაცმელი კი – სარეცხის მანქანაში.

ჩვრები

მტვრის საწინააღმდეგო იდეალური საშუალებაა მიკროფიბრისგან დამზადებული ჩვრები. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ბამბის ჩვრები, მაგალითად, ძველი მაისურები. ხოლო, მაგალითად, პირსახოცის ნაჭერი – პირიქით, ზედმეტ მტვერს ტოვებს უკვე გაწმენდილ ზედაპირზეც.

კბილის ჯაგრისი

ეს არის ძალიან მოხერხებული ინსტრუმენტი ძნელად მისაწვდომი ადგილების გასაწმენდად. მათი წყალობით ფილებს შორის ადგილი აბაზანასა თუ სამზარეულოში იდეალურად სუფთა იქნება.

გამწმენდი საშუალებები

იმისთვის, რომ თქვენი ავეჯი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს, საჭიროა, გახსოვდეთ, რომ ყოველ ზედაპირს თავისი გამწმენდი საშუალება აქვს. კერძოდ, მჟავე ქიმია საჭიროა კერამიკისთვის, ხოლო ტუტე საშუალებები – ფილებისა და ლითონის ზედაპირებისთვის. ნეიტრალური ph-ის მქონე საშუალებები კი შუშებისა და სარკეების წმენდისთვის გამოიყენება.

პულვერიზატორები

საწმენდი საშუალება გააფრქვიეთ პულვერიზატორის დახმარებით და დატოვეთ ზედაპირზე 10 წუთით, ასე წმენდა უფრო გაიოლდება.

მოძრაობის მიმართულება

დალაგება უმჯობესია საათის ისრის ან მის საწინააღმდეგო მიმართულებით. დალაგების ეს ტრაექტორია ყველაზე ეფექტურია, რადგან არ ხდება არაფრის გამოტოვება. არ მივარდეთ კუთხიდან კუთხეს ქაოტურად. დალაგების წესრიგი უზრუნველყოფს მის შემდგომ წესრიგსაც.

წესრიგი დეტალებშია

ვიზუალური წესრიგის მისაღწევად ყოველთვის არ არის აუცილებელი გენერალური დალაგება. მაგალითად, ტუალეტის მაგიდის დალაგებისას პირველად ყველაფერი აალაგეთ, შემდეგ კი გაწმინდეთ სარკე და აიღეთ მტვერი. შემდეგ გაწმინდეთ კოსმეტიკა, სავარცხელი, გადაყარეთ ჭუჭყიანი ხელსახოცები და ცარიელი ტუბები და შემდეგ ყველა დეტალი სიდიდის ან გამოყენების მიხედვით დაალაგეთ.

საწოლი

არ არის აუცილებელი საწოლების დეტალებში გასწორება, როგორც ამას სასტუმროებში აკეთებენ, თუმცა ყოველთვის გამოიყენეთ ლეიბზე დასაფენი, რადგან მისი გარეცხვა ყოველთვის უფრო ადვილია. ლეიბი კი თვეში ორჯერ გადააბრუნეთ.

სუფთა იატაკი

სასტუმროებში იატაკს რეცხავენ ორჯერ ზედიზედ – რამდენიმე დღეში ერთხელ. ისინი ამას იწყებენ ოთახის შესასვლელიდან და შემდეგ კვლავ ბრუნდებიან. ასეთი გაწმენდა უფრო ეფექტურია, ვიდრე ოთახის ბოლოდან გაწმენდა.

შესანახი ქიმიისთვის

საწმენდი საშუალებები სჯობს, რომ ერთ ადგილას შეინახოთ. სასურველია ისინი გადაადგილდებოდეს, ამგვარად თქვენ დიდ დროს დაზოგავთ დალაგებისთვის და არ დაუწყებთ შესაბამის ქიმიას ყოველწამს ძებნას.

მცენარეები და დეკორი

მცენარეთა ფოთლები, სანთლები, სტატუეტები, პლინტუსები, წაღები, შტორები და ყველა სხვა წვრილმანი დეტალი უნდა გასუფთავდეს მტვრისგან. შტორების მტვერი აიღეთ სველი პირსახოცით, კვირაში ერთხელ. ასევე სველი ჩვრით გაწმინდეთ დეკორი.

სახლის დალაგება საჭმლის მომზადებასა და ბავშვების მოვლასთან ერთად, როგორც წესი, ქალის მხრებზეა. ზოგჯერ პატარა ბინაშიც კი რთულია წესრიგის დამყარება.

თქვენ თუ ეთანხმებით დალაგების მსგავს წესებს თქვენი სახლისთვის? გაგვიზიარეთ სასარგებლო ინფორმაცია კომენტარებში, ეს სტატია კი მეგობრებსაც გაუზიარეთ!

კომენტარის დატოვება