გახეხილ პურში ამოვლებული ქათამი

არსებობს სხვადასხვა კულინარული ტრიუკი, რომლებიც ერთსა და იმავე კერძს სულ სხვადასხვა ელფერს ანიჭებს. დღეს გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, რომლის გაცნობის შემდეგაც ქათმის ხორცს სხვა სტილით აღარ მოამზადებთ. ამისთვის აუცილებელია, რომ აიღოთ ბატონი პური და მთელი ღამით საყინულეში შეინახოთ. დილით კი ის უნდა გამოიღოთ და გახეხოთ მსხვილ სახეხზე. შემდეგ უკვე მიხედავთ ქათმის ან ინდაურის ფილეს. აქაც განსხვავებული პროცედურებია საჭირო, რის შესახებაც ახლა მოგიყვებით.

ეს არარეალურად გემრიელი კერძი გამოდის – თითქმის რესტორნული სტილის. აუცილებლად სცადეთ ამ მეთოდით მომზადება და არ ინანებთ!

ქათამი გახეხილი პურით

ინგრედიენტები

  • 600 გ ქათმის ან ინდაურის ფილე
  • ორი ან სამი ცალი პომიდორი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ორი ან სამი კბილი ნიორი
  • ერთი ცალი გაყინული ბატონი პური
  • 50 გ ყველი
  • 100 გ ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

1. ქათმის ხორცი დაჭერით ნახევარი სმ სისქის ნაჭრებად. ყოველი ნაჭერი დაბეგვეთ და ეცადეთ მისცეთ კვადრატული ან ოვალური ფორმა. ამის შემდეგ მოაყარეთ მას მარილი და პილპილი.

2. ნიორი გაატარეთ პრესში, პომიდორი კი წრიულ ფორმებად დაჭერით. ასევე დაჭერით ყველი. ქათმის ყოველ ნაჭერს დააყარეთ დაჭრილი ნიორი, დაადეთ ორ-ორი პომიდვრის ნაჭერი და ოთხი ან ხუთი ყველის პატარა ნაწილი. ხორცი გადაკეცეთ შუაზე ისე, რომ შიგთავსი შიგნით აღმოჩნდეს. იგივე პროცედურები ჩაატარეთ ყველა დარჩენილ ხორცის ნაჭერთან.

3. გაყინული ბატონი გამოიღეთ საყინულედან და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ამის შედეგად ქათამი გამოვა ძალიან ხრაშუნა. ცალ-ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ ფქვილი და კვერცხი. კვერცხი ათქვიფეთ და ფქვილსაც და კვერცხსაც მოაყარეთ მარილი.

4. ქათმის ხორცი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კი კვერცხში. საბოლოოდ ის გახეხილ და გაყინულ პურის ნამცეცებში ამოავლეთ.

5. ზეთიან ტაფაში შეწვით ქათმის ნაჭრები, სანამ ოქროსფერი გახდება. თითო მხარეს ხუთ-ხუთი წუთი. ქათმის ასეთი ამოსავლები მცირე რაოდენობით ზეთს იწოვს და ეს ჯასაღი მომენტია!

6. სულ ეს არის, ქათამი გაყინული პურის საფანელში მზად არის! გემრიელად მიირთვით!

ლამაზად შეფუთული ქათმის ფილე, რომელსაც მკვეთრი გარეგანი ეტიკეტი აქვს, ჯერ კიდევ არ არის ამ პროდუქტის ხარისხის გარანტი. ქათმის ფილეს, ისევე როგორც სხვა ხორცის შერჩევას, უნდა მიუდგეთ დაკვირვებით და ყურადღება მიაქციოთ ყველა წვრილმანს. ეს ხომ თქვენი ჯანმრთელობაა!

ასეთი სახით მომზადებული ქათმის ხორციდან ყველი და პომიდორი გარეთ არ გამოდის. კერძი არის არომატული, ნაზი, წვნიანი და ძალიან გემრიელი. თუ მას დღესასწაულზე მოამზადებთ, სტუმრები დაჟინებით მოგთხოვენ მისი რეცეპტის გაზიარებას! ასე რომ, თქვენც აჩვენეთ მეგობრებს ამ უგემრიელესი კერძის რეცეპტი!

კომენტარის დატოვება