რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად 4 ცალ ქეშიუს მიირთმევთ

ქეშიუს თხილეული ცნობილია მისი კარაქისებური გემოსა და დამახასიათებელი ფორმის წყალობით. ბევრი ჩვენგანისთვის ის ჯანსაღი ხემსია. თუმცა ალბათ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორი სასარგებლოა ეს თხილი და რამდენ დადებით თვისებას ატარებს.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ქეშიუკ 9 სასარგებლო თვისებას, რომელიც გამოკვლევებითაა დადასტურებული. საკმარისია მხოლოდ 4 ქეშიუს მირთმევა ყოველდღე.

9. კანი უფრო კაშკაშა გახდება

ქეშიუ ანტიოქსიდანტებისა და სპილენძის შესანიშნავი წყაროა, ეს ორივე კი სასარგებლოა კანისთვის. ანტიოქსიდანტები აჩერებს დაბერების პროცესს, ხოლო სპილენძი ხელს უწყობს ენზიმების, კოლაგენის გამოყოფას და კანის სიმკვირის გაუმჯობესებას.

8. იშვიათად გახდებით ავად

ქეშიუ თუთიის დიდი წყაროა. ეს ქიმიური ნივთიერება კი აუმჯობესებს იმუნიტეტს.

7. ძლიერდება ძვლები

ყოველდღე რამდენიმე ქეშიუს მიღებით თქვენი ორგანიზმი ივსება სპილენძის დღიური ნორმის 30%-ით და მაგნიუმის 20%-ით.

6. თვალები გექნებათ დაცული

ქეშიუ მდიდარია ლუტეინით და ზეაქსანტინით. ეს ანტიოქსიდანტები კი უზრუნველყოფს თვალების სიჯანსაღეს.

5. მცირდება თავის ტკივილი

მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, მათ შორის სისხლის წნევის ზრდას, თავის ტკივილებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილს. ქეშიუს რეგულარული მირთმევა კი არეგულირებს მაგნიუმის დონეს სხეულში და ამცირებს თავის ტკივილს.

4. კბილები ხდება უფრო ჯანმრთელი

ქეშიუს ხშირი ჭამის ერთ-ერთი გასაოცარი შედეგი არის იმ მჟავების შემცველობა, რომელიც კლავს გრამ-პოზიტიურ ბაქტერიებს, ეს უკანასკნელი კი იწვევს კბილების პრობლემებს და აკნეს.

3. იქნებით მეტად ენერგიული

ქეშიუ შეიცავს მინერალებსა და ვიტამინებს, მათ შორის არის, E, K, B6, სპილენძი, ფოსფორი, თუთია, მაგნიუმი, რკინა, სელენი. ესენი კი სხეულს სწორად მუშაობის საშუალებას აძლევს და ჩქარდება მეტაბოლიზმიც, რაც მეტი ეგერგიის გარანტია.

2. მარტივდება წონის კონტროლი.

ზოგს ჰგონია, რომ თხილეული ხელს უწყობს წონის მატებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქეშიუ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ ეს ცხიმები ჯანსაღია, ისინი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ეს უფრო იოლს ხდის წონის კლებას.

1. გაიზრდება თმის ხარისხი

სპილენძი ხელს უწყობს თმის ძირების გაძლიერებას და მისი ტექსტურის გაუმჯობესებას. შედეგად თმა ხდება უფრო დამყოლი და ბზინვარე. ეს თხილეული ასევე ასტიმულირებს მელანინის გამოყოფას.

გაფრთხილება: როგორც არ უნდა გიყვარდეთ ქეშიუ, დღეში 4-5ზე მეტს ნუ შეჭამთ, თორემ შესაძლოა თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

თქვენ თუ გიყვართ ეს თხილი? იქნებ რაიმე კარგი რეცეპტებიც იცით მისი გამოყენებით? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

კომენტარის დატოვება