ძალიან რთულია წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ინფორმაციაში რეალობისა და მითის გარჩევა. თუმცა, არსებობს საერთო ელემენტარული წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, მიუხედავად იმ სხვადასხვა ფაქტორისა, რომლებიც კონკრეტული დიეტის არჩევას განაპირობებს თითოეულ ადამიანში.
ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მითს, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას არათუ არგებს, არამედ ავნებს კიდევაც:
1. დასვენების დღეებში გამოძინება აუცილებელია
შაბათ-კვირას მთელი დღის მანძილზე ძილი იმ მიზეზით, რომ კვირის განმავლობაში დაიღალეთ, სულაც არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის. შესაძლოა, დაირღვეს ორგანიზმის ბიოლოგიური საათები, თანაც, ძილისგან ვერ მიიღებთ მინიმუმ სარგებელსაც. ამისთვის თავის ასარიდებლად, მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას, დასვენების დღეებშიც!
2. თუ სველი თმით გარეთ გახვალთ, გაცივდებით
ალბათ, სველი თმის გარეთ გასვლისას პირველი, რაც თავში მოგდით, გაციების რისკია. რეალურად კი, თქვენ ავად მხოლოდ იმუნიტეტის შესუსტების გამო ხდებით. მართალია, ორგანიზმის შეციებაც იწვევს გარკვეული ვირუსებისა და მიკრობების გაჩენას, თუმცა, თუ სპორტით დაკავდებით და იმუნიტეტს გაიძლიერებთ, არავითარი სიცივე არ იმოქმედებს თქვენზე.
3. ნახშირწყლების მიღება არ არის სასურველი
ბოლო დროს, ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ნახშირწყლები აბსოლუტურად მაცნეა და ჩვენს ფიგურას ავნებს. თუმცა, ნახშირწყლები შუცვლელი ელემენტია ჩვენი ორგანიზმისთვის. ისინი ეხმარება ჩვენს ტვინს, გულს, ნერვულ სისტემას, კუნთებს და შესანიშნავი წყაროა ცელულოზისა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფერი სასარგებლოა, თუ ზომიერად იყენებთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის „საწვავია“, რომელიც უმნიშვნელოვანეს ნივთიერებას – გლუკოზას წარმოქმნის.
4. წყალი მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად უნდა დავლიოთ
წყალი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ნივთიერებაა, რომელიც, ჩვენი ასაკისა და წონის მიხედვით, უნდა მივიღოთ საშუალოდ 2 ლიტრამდე. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში(60 კგ-ზე) 4 ლიტრამდე სისხლია. მისი მთავარი ფუნქცია მთელი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა. ამასთან, ყოველდღიურად, ადამიანი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. ორგანიზმი – სისტემაა. წყლის ბალანსის შემცირებისას, ორგანიზმის ყველა ნაწილი იწყებს არასწორად ფუნქციონირებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის შევსება ყოველდღიურად.