ადრე ადგომა ბევრი ჩვენგანისთვის ნამდვილი წამებაა, განსაკუთრებით, თუ დასვენების დღეებში საწოლში გვიანობამდე გორაობას ხართ მიჩვეული. ადრე ადგომა და დადებითი განწყობის ქონა კი – სულაც არაა რთული.
ჩვენ გთავაზობთ 9 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დილით ადრე ადგომაში
1. იპოვეთ მიზეზი ადრე ასადგომად
დაძინებამდე დაგეგმეთ შემდეგი დღე ისე, რომ ყველაზე რთული საქმე დილით შეგხვდეთ. თავს სასიამოვნოდ და მსუბუქად იგრძნობთ შუადღით. დილა საუკეთესო დროა საქმეების ეფექტურად და ნაყოფიერად გასამკლავებლად.
2. დაივიწყეთ „5 წუთიც და ავდგები“
დარეკა მაღვიძარამ – ადექით! ნუ შეგეცოდებათ საკუთარი თავი. დიახ, საშინლად გეძინებათ და უკვე ავტომატურად ფიქრობთ, რომ დაიძინებთ, სამაგიეროდ არ ისაუზმებთ, არ იბანავებთ და დროს მოიგებთ. ეს კარგ შედეგს არ გამოიღებს. ასე უფრო მეტხანს მოგინდებათ ძილი, გაღვიძება კი გაცილებით რთული იქნება.
3. ნუ იფიქრებთ, რომ 4 საათში გამოიძინებთ
ეს დილით ტანჯვის გარანტია. დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს ყოველდღე, განურჩევლად სამუშაო თუ დასვენების დღეებისა. აუცილებელია დღეში 6-8 საათის განმავლობაში ძილი.
4. თუ ადრე გაიღვიძეთ, ადექით
თუ მაღვიძარა 6:00 საათზე გაქვთ მოწყობილი, დილით კი 5:40-ზე გაგეღვიძათ, ადექით, რადგან დაძინების შემთხვევაში იმდენად ღრმად ჩაგეძინებათ, შესაძლოა, მაღვიძარამ ვეღარ გაგაღვიძოთ. თანაც, უნდა გიხაროდეთ, რომ საკუთარი თავისთვის 20 წუთით მეტი გაქვთ.
5. ადექით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე
ეს მხოლოდ პირველი რამდენიმე დღის მანძილზე გაგიჭირდებათ, შემდეგ კი ორგანიზმი შეეჩვევა ადრე ადგომას და მაღვიძარაც აღარ დაგჭირდებათ. ამასთან, თქვენს განკარგულებაში უამრავი თავისუფალი დროა, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ.
6. იხტუნეთ
როგორც კი გაიღვიძებთ, დაიწყეთ ხტუნვა. რამდენიმე ახტომის შემდეგ ძილიანობა გაქრება. 5-წუთიანი ხტუნვა ლახტზე ლიმფური სისტემისთვისაც სასარგებლოა – ეს სწრაფად განდევნის ტოქსინებს, რომლებიც მთელი ღამის მანძილზე დაგროვდა.
7. გახსენით ფანჯარა
საწოლიდან ადგომა ყველაფერი არაა – უნდა გაიღვიძოთ კიდევაც. გახსენით ფანჯარა ან გადით აივანზე, თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა. ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი მთელი სხეულით და სამყაროს უფრო ნათელად აღიქვამთ.
8. დალიეთ ჭიქა წყალი
საუკეთესო ეფექტი ექნება დილით დალეულ ერთ ჭიქა წყალს, თუ მასში ლიმონის ფირფიტას და ერთ კოვზ თაფლს დაუმატებთ. ამის შემდეგ ძილი აღარ მოგინდებათ.
9. შეჭამეთ რამე გემრიელი
მაგრამ მოერიდეთ ტკბილი სიროფით ან ცხიმებით გაჯერებულ საკვებს, რომელიც კუჭის სიმძიმესა და ძილიანობას გამოიწვევს. საუზმე უნდა იყოს გაჯერებული, გემრიელი და ჯანსაღი.