ჰაეროვანი, როგორც ბუმბული. რბილი, როგორც ბამბა. აი, რეცეპტი

ადვილი სულაც არ არის იდეალური ფუნთუშის რეცეპტის პოვნა. არადა გვჭირდება რაიმე მარტივი და ამავე დროს გემრიელიც. საოჯახო ვახშმისთვის ასეთი დესერტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენ დღეს გთავაზობთ რაღაც მსგავსს: ფუნთუშებს ალუბლითა და შოკოლადის პუდინგით.

ის ცხვება ნახევარ საათში და გამოდის ძალიან გემრიელი. ამასთანავე ადვილი მოსამზადებელი.

ინგრედიენტები

  • 3 ცალი კვერცხი
  • 100 გ შოკოლადის პუდინგი
  • 150 გ კარაქი
  • ქოქოსის ფანტელები გემოვნებით
  • 200 გ შაქარი
  • 200 მლ რძე
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 150 გ დაკონსერვებული ალუბალი
  • 300 გ ფქვილი
  • 300 გ ფენოვანი ცომი

მომზადება

  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ კარაქი და კვლავ ათქვიფეთ.
  2. ჩაამატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ თხევადი ცომი. შეურიეთ ცომს ალუბალი.
  3. პუდინგი შეურიეთ შაქარს და განაზავეთ რძეში. ამის შემდეგ გაათბეთ ცეცხლზე, სანამ არ გასქელდება.
  4. საცხობ ფორმებში ჩაალაგეთ ფენოვანი ცომი და დაჩხვლიტეთ. ზემოდან კი დაადეთ კვლავ ცომის ფენა, ერთი კოვზი პუდინგი და კვლავ ცომი. მოაყარეთ ზემოდან ალუბალი და ქოქოსის ფანტელი.
  5. ფუნთუშები გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ 160 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ფორმების გამოყენება ბევრად მარტივს ხდის მომზადების პროცესს. თუ ისინი არ გაქვთ, გამოიყენეთ ქაღალდის ერთჯერადი ფორმები. ასეთ ფუნთუშებს თქვენ ვერც ერთ მარკეტსა თუ საცხობში ვერ ნახავთ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კომენტარის დატოვება