10 ფრაზა, რომელიც ნებისმიერ მშობელს დაეხმარება მაშინ, როცა შვილი არ უსმენს

ადამიანის ბუნებაა მოიქცეს იმის საპირისპიროდ, როგორც ეუბნებიან. ბავშვევი არ არიან გამონაკლისნი. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ შეარჩიოთ სწორი სიტყვები და ინტონაციები მათზე გავლენის მოსახდენად.

წარმოგიდგებთ რამდენიმე ფრაზას სხვადასხა სიტუაციისთვის, რომელი  დაგეხმარებათ.

1. თუ ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე ან არასდროს ამთავრებს საჭმელს

  • შენ ჯანსაღი მჭამელი ხარ!

უმჯობესია გაამხნევოთ შვილი ყოველი ჭამის წინ. უთხარით თუ როგორ ამაყობთ მათით და ნუ უწოდებთ პრეტენზიულებს. ეს არ იქნება სწორი მოტივაცია.

2. როცა ბავშვს არ უნდა ოთახის დალაგება

  • “შენით გირჩევნია ამის გაკეთება თუ გინდა რომ დაგეხმარო? ”

ფრაზები “გააკეთე ახლავე!”, “რამდენჯერ გითხრა” და მსგავსი მათ არც დაეხმარება და არც მოტივაციას მისცემს. უმჯობესია თუ არჩევანის საშუალებას მისცემთ და არ მიაწვებით.

3. როცა წასასვლელი ხართ, მაგრამ ბავშვი არ ჩქარობს.

  • “გინდა რომ ახლავე გავიდეთ თუ 10 წუთში ?”

ხანდახან ბავშვები არაადეკვატურად იქცევიან. მაგალითად როცა გაგვიანდებათ, მაგრამ არ იცმევენ და თამაშს განაგრძობენ. შეიძლება მილიონჯერ დააჩქაროთ და გაღიზიანდეთ. ამას სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წყნარად, თავაზიანად კითხოთ.

4. თუ ბავშვს არ სურს რომ მოგისმინოთ

  • “შენი ქცევები მკარნახობს, რომ დღეს ძალიან დაღლილი ხარ გარეთ გასასვლელად”. 

ბავშვის ქცევები ბევრს ამბობს მათ სურვილებსა და განცდებზე. შესაძლოა პირდაპირ არ ამბობენ რომ დაიღალნენ ან მობეზრდათ, მაგრამ ტირილი, არ მოსმენა და სათამაშოების დაყრა მათ ხასიათს გასცემს. დაამყარეთ კომუნიკაცია მასთან, უთხარით რას ფიქრობთ მის განწყობაზე.

5. როცა ბავშვს კიდევ ერთი სათამაშო უნდა, მაგრამ ფული აღარ გაქვთ.

  • “მოდი დავამატოთ ეს სათამაშო შენი დაბადების დღის სურვილების სიას”

თუ ბიუჯეტი არ გყოფნით, მაგრამ პატარას რაღაც ძალიან უნდა, არ უთხრათ “არა, საკმარისია!” ეს მას გულს გაუტეხავს.

6. თუ მუდამაა ჭუჭყიანი ჭურჭელი მაგიდაზე.

  • “თუ შეგიძლია ნიჟარაში ჩააწყვე” 

თუ ჭამენ და გარბიან, ნუ მიაძახებთ” შეწყვიტე ამის კეთება, ” ნუ ტოვებ თეფშს”, უმჯიბესია ნაზად და პოზიტიურად თხოვოთ.

7. როცა როგორც იქნა აკეთებს იმას, რაც გინდოდათ.

  • “მადლობა მოსმენისთვის. შენ ისე კარგად მოიქეცი, გააკეთე” 

როცა რაღაცას გააკეთებენ, თუნდაც ბევრი მცდელობის შემდეგ, ნუ დააიგნორებთ მათ კარგ ქცევას. ეს მათ მოტივაციას მისცემთ სამომავლოდ.

8. თუ გსურთ ბავშვმა რაღაცის კეთება შეწყვიტოს.

  • “შეგიძლია დამეხმარო ამ წიგნის წაკითხვაში, ან ამის გაკეთებაში აქ? ”

თუ ხედავთ რომ ისეც თამაშობს ან საშიშ ადგილასაა, ნუ უყვირებთ, ამის მაგივრად გადართეთ სხვა რამეზე.

9. თუ გსურთ განუმტკიცოთ თვითდაჯერება

  • “ეს ყველაფერი სულ შენით გააკეთე!”

შეაქეთ კარგი საქციელისა და დამოუკიდებლობისთვის. მნიშვნელოვანია დადებითი რეაქცია.

10. აჩვენეთ თქვენი სიყვარული მაშინაც კი თუ არ გისმენთ.

  • “ძალიან მიყვარხარ და ძალიან მომწონხარ როცა….”

კოცნაზე და ჩახუტებაზე უარის თქმა ბავშვის ცუდი საქციელის დროს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ასიამოვნეთ და მოუწოდეთ მოგისმინოთ. დაუჯექით და გამოტყდით სიყვარულში.

კომენტარის დატოვება