ყველას ადამიანს ახასიათებს ისეთი რამე, რის გამოც მეგობრებს, ოჯახს და თაყვანისმცემლებს ძალიან უყვართ.
ყველას გვაქვს უნიკალური მახასიათებლები, რითიც მასისგან გამოვვირჩევით. შესაძლოა ამ თვისების გრცხვენოდეთ ან პირიქით, ამაყად ატარებდეთ. თუმცა ეს არის ხასიათი, რომელიც ხანდახან ანათებს სამყაროს და გარშემოყოფებს. რა არის თქვენი ნიშნის საგანძური?
1. მერწყული (იანვარი 20 – თებერვალი 18)
თქვენი საიდუმლო ინგრედიენტი უნარია იყოთ საკუთარი თავი. ადვილია შეგეშინდეს გაკიცხვის და ქმნიდე იმიჯს, მაგრამ მერწყული ყოველთვის ღიად აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. თქვენ ასევე ძალიან კრეატიულები ხართ ყველაფრის მიმართ, პრობლემის უჩვეულო გადაჭრის დროსაც, ისე როგორც მანამდე მოქცევას ვერ იფიქრებდით.
2. თევზები (თებერვალი 19 – მარტი 20)
თევზების საყვარელი თვისებაა საჭიროება იცოდნენ რა სურთ და როდის სურთ. ხანდახან ტელეპათიურებიც კი არიან და სხვდებიან საყვარელი ადამიანის ჩანაფიქრს. ინტუიციური და მგრძნობიარე ნიშნები სოაცარი მოსიყვარულე პარტნიორები არიან.
3. ვერძი (მარტი 21- აპრილი 19)
თქვენი საყვარელი მახასიათებელი ენთუზიაზმია. ყველა ვერძს აავს თავისი ენთუზიასტი ხასიათი, რაც მათ გარშემო ნათებას ქმნის. ისინი უზიარებებ აღტაცების განცდას ყველას ცხოვრებაში და მოუწოდებენ უფრო თავგადასავლების მოყვარულნი იყვნენ. ვერასდროს მოიწყენთ ვერძებთან, ისინი ყველაფერს ხალისით გაგაკეთებინებენ.
4. კური (აპრილი 20 – მაისი 20)
კუროს საუკეთესო თვისება მისი მუდმივი ზრუნვაა ადამიანებზე მის ცხოვრებაში. გსურთ ლაქის წასმა, სახლში მომზადებული კერძი თუ ბოსზე წუწუნი – კურო ყველანაირ კომფორტს შეგიქმნით სურვილის დასაკმაყოფილებლად. გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხართ. ამის გამო კურო უფრო მეტად გვიყვარს.
5. ტყუპები (მაისი 21- ივნისი 20)
რა არის ასეთი კარგი ტყუპებში? მათ ყველაფერი ძალიან აინტერესებთ. ეს ცნობისმოყვარე ნიშანი თავს მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ადამიანად გაგრძნობინებთ. ან უბრალოდ გაგიტაცებთ ღრმა საუბრებით ცხოვრებაზე, ფილოსოფიაზე ან ფილმებზე. ამასთან, არასდროს არიან კმაყოფილნი თავიანთი ცოდნით და უფრო მეტისკენ მიილტვიან.
6. კირჩხიბი (ივნისი 21-ივლისი 22)
კირჩხიბები ემოციებით არიან მოცულნი, რაც ნათ ტკბილ ქმედებას განაპირობებს. ისინი გამოხატავენ იმას რასაც გრძნობენ, თანაც მაშინვე. მათ არ ეშინიათ იყვნენ მოწყვლადები, რაც ძალას აძლევს სხვებსაც გარშემო. კირჩხიბები გულწრფელები არიან და გულით მოქმედებენ.
7. ლომი (ივლისი 23- აგვისტო 22)
გლამური და ბრწყინვალება ხდის ლომს საყვარელს. ყველა ამჩნევს როცა ისინი ოთახში შემოდიან. მათი პიროვნულიბა ძვირადღირებული შამპაბურის ჭიქას ჰგავს. ისინი მუდამ ორიგინალურები და თავდაჯერებულნი არიან.
8. ქალწული (აგვისტო 23 – სექტემბერი 22)
ნდობა ქალწულის საუკეთესო თვისებაა. ისინი ძალიან ლოიალურები არიან – არასდროს იდარდებთ მათთვის საიდუმლოს გამხელასრადგანაც საგულდაგულოდ შეინახავენ. საკუთარ თავს ხედავენ როგორც მცველებს და ამ როლს სერიოზულად იღებებ, რაც აღტაცების მომნიჭებელია.
9. სასწორი (სექტემბერი 23 – ოქტომბერი 22)
სასწორები პარტნიორის გვერდით მტკიცედ დგანან, ყველაფრის მიუხედავად. მათ იზიდავთ საყვარელი ადამიანებისთვის ზურგის გამაგრება. ისინი ყოველთის იქ არიან, სადაც საჭიროა და ბოლომდე გიერთგულებენ, მაშინაც კი თუ სასაცილოდ გამოიყურებიან.
10. მორიელი (ოქტომბერი 23 – ნოემბერი 21)
მორიელისთვის რომანტიკა საუკეთესო მახასიათებელია. მათ შეუძლიათ 1 სიტყვით დაგახვიონ თავბრუ, 1 კომპლიმენტით გაგაწითლონ და 1 შეხებით შეგაკავებინონ სუნთქვა. ეს მათ კანშია გამჯდარი. მათ დიდი, რბილი გული აქვთ.
11. მშვილდოსანი (ნოემბერი 22 – დეკემბერი 21)
მშვილდოსანი ჯგუფის სახალისო წევრია. მათ შეუძლიათ დეპრესიული დღეები სასაცილოდ აქციონ, ეს კი მათი ხასიათით, იუმორის გრძნობით და მსუბუქი დამოკიდებულებით მოახდინონ. ის თქვენს ცხოვრებას ოპტიმიზმით შეავსებს. არაა რთული იცინოთ მათ გვერდით.
12. თხის რქა (დეკემბერი 22 – იანვარი 19)
მათი მახასიათებელი სერიოზული მიდგომაა დაპირებების მიმართ. თუ ისინი ამბობენ რომ რაღაცას გააკეთებენ, ამას აუცილებლად იზავენ. და თუ ამას ვერ მოახერხებენ, შეცდომას ტკბილი გზებით გამოასწორებენ.