ბლენდერის გაწმენდა ბევრისთვის რთული პროცესია, რადგანაც წვრილმან დეტალებს მოიცავს, ბევრ ბასრ დანას…
რა თქმა უნდა, საუკეთესო ხერხი მისი გარეცხვაა გამოყენებისთანავე. მაგრამ ხანდახან ამის დრო და თავი არ გვაქვს. ამიტომაც გიზიარებთ ხრიკს მისი სწრაფი და მარტივი გასუფთავებისთვის.
30 წამის მეთოდი
ბლენდერში ნახევრამდე ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურეთ თავზე და უბრალოდ ჩართეთ მოწყობილობა რამდენიმე წამით. როცა საპნის მასა ბლენდერს გაწმენდს, უბრალოდ გადმოასხით წყალი. შემდეგ ჩაასხით თბილი წყალი, ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, ააჯანჯღარეთ და ბოლოს მხოლოდ თბილი წყლით ააჯანჯღარეთ.
ლიმონი უსიამოვნო არომატებისთვის
კიდევ ერთი მსგავსი ხერხი. ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და რამდენიმე ნაჭერი ლიმონი. ააჯანჯღარეთ ბლენდერი. ციტრუსი გაუმკლავდება უსიამოვნო სუნს და გაასუფთავებს დანებს ქერქის მეშვეობით.
თუ პროდუქტი კედლებს მიეკრო
თუ ბლენდერის გარეცხვა დაგავიწყდათ და წინა ხერხი არ დაგეხმარათ, ეს ხერხი თქვენთვისაა. ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ სოდა, 50 მლ ძმარი და ჩართეთ. შემდეგ გადმოასხით მასა, ჩაასხით თბილი წყალი რამდენიმე წვეთი გასარეცხი საშუალებით და ისევ ჩართეთ.
გაჭედილი ბლენდერი
ჩაასხით ქილაში თბილი წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, მოათავსეთ მასში დანების ნაწილი და ჩართეთ.
მთავარი ნაწილის წმენდა
გამორთეთ ბლენდერი დენის წყაროდან და გაასუფთავეთ ლაქები უბრალოდ დატენიანებული ღრუბელით.
თუ შეიღება
ხშირად ვამზადებთ პროდუქტებს, რომელბსაც ჭურჭლის შეღებვა შეუძლიათ. ფერთან გამკლავებას მცენარეული ზეთი ან ჩვეულებრივი სარეცხის საპონი შეძლებს. უბრალოდ წაუსვით ზეთი ბლენდერს და დატოვეთ 30 წუთითმ შემდეგ ჩამორეცხეთ, გამოიყენეთ საპონი.
ბლენდერის გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია რომ მაშინვე ჩაასხათ მასში წყალი და სარეცხი საშუალება. დატოვეთ და მოგვიანებით მისი გარეცხვა გაცილებით მარტივი იქნება.