გამომცხვარი ხორცი შესაძლოა სხვადასხვაგვარად მომზადდეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები, სანელებლები ან ყველი. თუმცა ხორცის მარინადში მომზადება ყველაზე კარგი ვარიანტია.
ღორის ხორცი სამი სახის მარინადში
კეფირის მარინადი
ინგრდიენტები
- 0,6 ლ ნატურალური კეფირი
მომზადება
აიღეთ დაახლოებით 1,5 კგ ღორის ხორცი. დაასხით მას ნატურალური კეფირი და შედგით მაცივარში ორი საათით. ეს მარინადი ღორის ხორცს საკმაოდ არბილებს.
როზმარინისა და კვლიავის მარინადი
ინგრედიენტები
- 2,5 ლ წყალი
- 2 ს. კ. მარილი
- ერთი ტოტი როზმარინი
- ერთი ტოტი კვლიავი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 5 ცალი პილპილის მარცვალი
- 2 ცალი ხმელი მიხაკი
- ნახევარი ჩ. კ. კორიანდრი
მომზადება
წყალი აადუღეთ და დაამატეთ დარჩენილი პროდუქტები. კვლავ წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. კეფირის მარინადიდან ხორცი როზმარინიან მარინადში გადაიტანეთ. ხორცი არ გარეცხოთ, სედგით ის მაცივარში მთელი ღამით.
ნივრითა და წიწაკა ჩილით
ინგრედიენტები
- 2 კბილი ნიორი
- 10 გ იმბირი
- ერთი ჩ. კ. დაფქული შავი წიწაკა
- ერთი ჩ. კ. პაპრიკა
- ნახევარი წიწაკა ჩილი
- 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება
გახეხეთ ნიორი, იმბირი და შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ შავი პილპილი და პაპრიკა. ნარევს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და შეაზილეთ ხორცს. დატოვეთ მაგიდაზე ნახევარი საათის განმავლობაში.
გადადით შემდეგ – ცხობის – ეტაპზე. ხორცს შემოახვიეთ ფოლგა, გადაიტანეთ საცხობზე, ჩაასხით მასში ერთი ჭიქა წყალი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ მოაცილეთ ფოლგა და აცხეთ კვლავ 20 წუთით, სანამ ხორცის ქერქი არ გაყავისფრდება. როცა კერძი გაცივდება, თხლად დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.
ასეთი სახით გამომცხვარ ხორცს უხდება კარტოფილი ნებისმიერი სახით – პიურე, მოთუშული, შემწვარი, გამომცხვარი. ასევე მოუხდება მსუბუქი ბოსტნეულის სალათა.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებს!