ვინ არიან დარჩელში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდები – ფოტოები

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ დარჩელის მონაკვეთზე მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი მოსახლე, მათ შორის ცოლ-ქმარი, დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია და მათი მეზობელი მამუკა ტურავა.

მეოთხე დაშავებული ახალგაზრდის კუზა ტორუას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

წყარო პრაიმტაიმი

კომენტარის დატოვება