როგორ უნდა გაიცნოთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ყველაზე უკეთ?


ქალწული დეტალებს აკვირდება 

ამ ნიშანს ზედმეტად მაღალი სტანდარტები აქვს და საკუთარ თავსაც ზედმეტად აკრიტიკებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც რამეს გააკეთებენ და ზუსტად ისეთი არ გამოუვათ, როგორიც სურდათ. ქალწული დადეგმვის ოსტატია და თუკი რაიმეს გეგმის შედგენა გსურთ, დარწმუნდით რომ იგი თქვენს გუნდშია. მათ არც კონტროლის მოპოვების არ ეშინიათ, რის გამოც საუკეთესო ლიდერები არიან.

მათ აინტერესებთ გამოცდილება და არა ფასი

თუ ქალწულთან ერთად სამოგზაუროდ მიემგზავრებით, იცოდეთ რომ მას ძვირფასი სასტუმროებითა და ვახშმებით ვერ გააკვირვებთ. ამ ნიშანს უფრო მეტად სეირნობა და ახალი აღმოჩენების გაკეთება ხიბლავს. მათთან ერთად არასდროს ინანებთ თავგადასავლების საძიებლად წასვლას, რადგან ისინი მოგზაურობის ყოველ დეტალს უზუსტესად დაგეგმავენ.

შესაბამისად, როდესაც ისინი ახალ ადამიანს ხვდებია, არ აინტერესებთ რა აცვია მას ან როგორი მანქანა ჰყავს. ქალწულს პირველ რიგში ის აინტერესებს, თუ რაზე ლაპარაკობს ახალი ნაცნობი და რა ისტორიების გაზიარება შეუძლია მას.

პრაქტიკულობა

არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ქალწული ვერ გადაწყვიტავს. ისინი ძალიან პრაქტიკულები არიან და არასდროს ტოვებენ საუკეთესო მეგობრებს გასაჭირში. თუ მათი მეგობარი შეყვარებულმა მიატოვა, ისინი აუცილებლად მაშინვე მის გვერდით გაჩნდებიან, ყურადღებით მოუსმენენ და ანუგეშებენ. ასევე, მისი ხასიათის გამოსწორების იდეალურ გეგმასაც მაშინვე შეადგენენ. ისინი არაფერს ართულებენ ზედმეტად, თუ მათთვის ემოციურად გამომფიტავ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, მას თავიდან იცილებენ.

 ჩუმი ხასიათი

ეს ნიშანი ზოგადად არაფერს ითხოვს ხმამაღლა. ისინი ჩუმად და მშვიდად გთხოვენ იმას, რაც სურთ. ისინი ვინც ასეთი სახის დახმარების თხოვნას გაიგებს და მათ ხელს შეუწყობს, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ქალწულს სურს მის გვერდით.

ქალწულის იდეალური პაემანი

ისინი სიამოვნებას იღებენ ახალი რაღაცეების სწავლისგან, ამიტომაც კლასიკური ვახშამი რესტორანში პირველი პაემნისთვის სჯობს დაივიწყოთ. წაიყვანეთ ქალწული რომელიმე ექსცენტრიული ჰობის სასწავლ კლასში და გაატარეთ დრო მასთან ერთად. თუ თქვენს გაცნობას ასეთ სასწავლო ექსპერიმენტად აქცევთ, ის ორმაგად დაინტერესდება თქვენთან ურთიერთობით.

იუმორი

ეს ნიშანი იუმორს საკუთარი აზრების გამოსახატად იყენებს მსოფლიოს პრობლემების შესახებ. მათი იუმორის გრძნობა სარკასტულია და ყველა ვერ გაიგებს.

როგორ მივცეთ მოვიტაცია ქალწულს?

უთხარით მათ, თუ როგორი განსაკუთრებულები არიან. შეაქეთ მათი კონტროლისა და დეტალებზე კონცენტრირების უნარი. ასევე კომპლიმენტებით გამორჩევა მათი სოციალური თვისებების შესახებ საკმაოდ გააბედნიერებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს. აღნიშნეთ, რომ მოგწონთ მათი ქცევა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.  შეჰმატეთ მას თავდაჯერება და ამას არასდროს დაგივიწყებთ.

კომენტარის დატოვება