ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება მარტივი საქმე არ არის, თუ თქვენი პარტნიორი ამისთვის მზად არ არის და ცხოვრებაში განსხვავებული პრინციპები ამოძრავებს. სასიყვარულო ურთიერთობა მზრუნველობას, მზადყოფნასა და გაგების უნარს ითხოვს, რისი გაცემაც თქვენ მარტივად უნდა შეგეძლოთ.
ამაში სწორად შერჩეული საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ, რომელთან ცხოვრების ბედნიერი დღეების გატარებისთვისაც დროის გამოყოფა თქვენთვის მისაღები იქნება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი მიდგომები ურთიერთობების მიმართ საგრძნობლად იცვლება, მაგრამ თუკი საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ გრძელვადიანი თავგანწირვისთვის მართლაც მზად ხართ, მაშინ იდეალური ვარიანტი ამ ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების გაცნობა და შეყვარებაა.
კურო
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მათ ცხოვრებაში არსებული ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული და გრძელვადიანი გეგმის მიხედვით მიემართებიან. როდესაც ისინი რაიმე გეზს აიღებენ და სამომავლო გეგმებს დააწყობენ, მათ აუცილებლად მისდევენ ბოლომდე. ჯიუტად შეუძლიათ ბოლომდე გაიტანონ საკუთარი აზრი და არაფრის გამო არ შეიცვალონ ის.
შესაბამისად, თუკი კუროს თქვენ მოეწონეთ და ურთიერთობაც სურს, მაშინ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ იგი აუცილებლად იქნება თქვენს გვერდით ბოლომდე. ასევე, თუ ეს ზოდიაქოს ნიშანი თქვენით არ მოიხიბლა და არ აინტერესებთ, ამას თავიდანვე საკმაოდ აშკარად გაგრძნობინებთ. მას არც თქვენი და არც საკუთარი დროის უაზროდ დახარჯვა არ აინტერესებს.
კირჩხიბი
ძალიან ემოციური და სენსიტიური ხასიათის მქონე ნიშანი ყოველთვის ღიად გაგესაუბრებათ და ბოლომდე მოგითხრობთ იმას, რაც სინამდვილეში აწუხებთ მათ. თუ მათი აზრით პრობლემას თქვენ ან თქვენი ხასიათის რომელიმე თვისება და დამახასიათებელი საქციელი წარმოადგენს, აუცილებლად გეტყვიან ამის შესახებ პირდაპირ და ბოლომდე იქნებიან თქვენ გვერდით, რათა ის ბოლომდე აღმოფხვრათ.
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან გულახდილები არიან და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი გრძნობები ბოლომდე ღიად წარმოაჩინონ, რადგან ეს ჯანსაღი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნიათ.
ქალწული
ქალწულების ნიშანი ყველაფერში იდეალურ ბალანსს ეძებს და მათთვის ყველაფერს უნიკალური და საუკეთესო დონე უნდა ჰქონდეს. მათთვის ურთიერთობას იდეალურად განსაზღვრული და შეჯამებული გზა უნდა ჰქონდეს, ამიტომაც არასერიოზულ სასიყვარულო ურთიერთობაში არასდროს ეშვებიან.
ძალიან ჭკვიანები არიან და არასწორი გადაწყვეტილებით გრძელვადიან ურთიერთობას არასდროს დაიწყებენ. ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ ჰარმონიისთვის ორივე მხარის მიერ განხორციელებული შრომაა საჭირო და გუნდური ბრძოლით ცხოვრების ნებისმიერი სირთულის გადალახვისთვის არიან მზად.
სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები სასიყვარულო პარტნიორთან მიმართებით ყველაზე დიდი მოთმინების უნარით გამოირჩევიან. სასწორს თავისუფლად შეუძლია დიდი ხნის წინ დაშვებული თქვენი შეცდომა გაგახსენოთ, რომელიც შეიძლება საერთოდაც აღარ გახსოვდეთ, თუმცა მას არასოდეს დაავიწყდებათ. ისინი ყოველთვის ეცდებიან ნებისმიერი ცუდი დეტალი თქვენთან ერთად გამოასწორონ და გაგრძნობინებენ იმას, რომ მათთან ერთად გრძელვადიანი ურთიერთობისთვის საჭირო ჰარმონიის მიღწევისთვის ბრძოლა მართლაც ღირს.
ასევე, მუდამ მოგცემენ მეორე შანსს, რათა მათი სიყვარული დააფასოთ და ხარვეზები ბოლომდე გამოასწოროთ. მსგავსი მიდგომა მათ სტაბილურობის განცდას ანიჭებთ და ყოველთვის თქვენს გვერდით ყოფნის სურვლის მუდამ უნარჩუნებთ, რადგან საერთო და თქვენი პრობლემების დაძლევა მსოფლიოს დაპყრობის მსგავს განცდას ანიჭებთ.