მაღაზიაში ნაყიდი კანფეტის ნაცვლად. აი, როგორ მოამზადოთ სასარგებლო ტკბილეული სახლში.

ლამაზი ფიგურისთვის არაა აუცილებელი ტკბილეულზე უარი თქვათ. უბრალოდ სწორად უნდა აარჩოთ დესერტი და მიაქციოთ ყურადღება პორციას. თუ ძალიან გიყვართ ტკბილი, მაშნ ნატურალურ დესერტებს გთავაზობთ.

სასარგებლო ტკბილეული ხელოვნურ დანამატებს არ შეიცავს და ნაკლებად კალორიულია, ვიდრე მაღაზიის ტორტები, ნამცხვრები და კამფეტები. წარმოგიდგენთ 2 რეცეპტს, რომელიც პატარებსაც მოეწონებათ და დიდებსაც.

გრანოლა თხილით და გარგარით

ინგრედიენტები

  • 300 გ შვრიის ფანტელები
  • 150 გ გარგარი
  • 100 გ მზესუმზირის მარცვლები
  • 100 გ ნუში
  • 75 გ თხილი
  • 75 გ ნიგოზი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
  • 1 პწკარი მარილი
  • 3 ს.კ. თხევადი თაფლი
  • 2 ს.კ. რაფინირებული მცენარეული ზეთი
  • 100 გ ქიშმიში
  • 100 გ ხმელი ალუბალი

მომზადება

  1. დაჭერით გარგარი ნაჭრებად, აურიეთ ფანტელებთან, ყველა თხილთან, მარილთან, ჯანჯაფილთან და დარიჩინთან. დაასხით მცენარეული ზეთი და თხევადი თაფლი. აურიეთ.
  2. გადაიტანეთ მასა პერგამენტ დაკრულ ლანგარზე. შედგით 130 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 1 საათით, შემდეგ აურიეთ და დადგით გრანოლა კიდევ 30 წუთით.
  3. დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ქიშმიში და ალუბალი, კიდევ ერთხელ აურიეთ.
  4. მზა გრანოლა მთლიანად გააცივეთ და კარგად დახურულ ჭრჭელში გადაიტანეთ.
  5. მიიტანეთ ღძესთან, იოგურტთან ან კეფირთან ერთად.

გარგარი შოკოლადში

გარგარის, თხილის და შოკოლადის შერწყმა გემრიელიცაა და სასარგებლოც. ის სწრაფად აღადგენს ძალებს.

ინგრედიენტები

  • 1 ფილა რძიანი შოკოლადი
  • 3 ს.კ. ნაღები ცხიმით 30 %
  • 1/з ჭიქა შაქარი
  • 100 გ გარგარი
  • ნიგოზი

მომზადება

  1. დაასხით გარგარს მდუღარე წყალი 30 წუთით. ამ დროს გაალღვეთ შოკოლადი, დაუმატეთ ნაღები და შაქარი. გაათბეთ შაქრის სრულ გახსნამდე.
  2. გარგარში მოათავსეთ ნიგოზი.
  3. გარგარი ამოავლეთ შოკოლადის გლაზურში და გააცივეთ. შემდეგ შედგით მაცივარში 1 საათით.

დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ სასარგებლო გემრიელი არაა – საშინაო ტკბილეული ნამდვილად გემრიელია!

კომენტარის დატოვება