აი, რა შეუძლია თქვას თქვენმა სახემ თქვენზე

არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ კავშირს სახის ნაკვთებსა და პიროვნულ ჩვევებს შორის. თუ პატარა ცხვირი და ფართო სახე გაქვთ, ეს გენეტიკა არაა. ის ქმედებებსა და რეაქციებსაც განსაზღვრავს. გთავაზობთ მკვლევარების საინტერესო მიგნებებს.

1. რაც უფრო ფართოა თქვენი სახე, მით უფრო მეტი ტესტესტერონი გაგაჩნიათ.

ლოყები რაც უფრო ფართოა, მით უფრო შეუპოვარი და ხანდახან აგრესიულიც კი ხართ. სხვა ადამიანებზე მეტად ხართ მიდრეკილი პასუხები გასცეთ კონფლიქტის დროს, როცა სხვები იგნორს ამჯობინებენ.

2. რაც უფეო თხელია თქვენი სახე, მით უფრო ნაკლებად დაიტანჯებით ინფექციებით.

რაც უფრო ნაკლები ცხიმი გაქვთ ლოყებზე, მით უფრო ნაკლებად ხართ მიდრეკილი ავადმყოფობებისკენ და უფრო ნაკლებად იღებთ სტრესს ამისგან. ასევე, შფოთვის და დეპრესიის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებით. ძირითადად ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს აქცთ ნაკლები ცხინი სახეზე და უფრო ბედნიერებიც არიან.

3. გრძელი ცხვირი მატყუარას არ გხდით, ის უფრო მეტად ამბიციურს გხდით.

მკვლევარი აბრაჰამ ტამირი დიდი ხნის მანძილზე იკვლევდა სახის ნაკვთებს და მათ კავშირს პიროვნულ თვისებებთან. მან შენიშნა, რომ გრძელი ცხვირი ამბიციურ ადამიანებს აქვთ, რომლებსაც კარგი ინსტიქტები ახასიათებთ და ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი.

4. ბავშვის სახიანი კაცები ნაკლებად დომინანტები არიან ახალგაზრდობაში.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადრეულ წლებში მსგავსი კაცები ნაკლებად დომინანტები არიან მაგრამ დროთა გაბმავლობაში სწავლობენ როგორ იყვნენ მეტად შეუპოვრები.

5. ადამიანები მაღალი წარბის ხაზით მეტად სასიამოვნო და კომფორტული ადამიანები არიან.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ვისაც ერთნაირი მიმღებლობა და ცნობიერება ჰქონდათ, წარბების მაღალი ხაზით გამოირჩეოდნენ.

6. რაც უფრო მოკლეა ცხვირი, მით უფრო სენსიტიურია ადამიანი.

2000 სურათის შესწავლის შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს, რინ ადამიანები მოკკე ცხვირებით უფრო მარტივად აჩვენებდნენ საკუთარ სენსიტიურ მხარეს. ასევე, მათ შეუძლიათ სხვებზე კეთილები იყვნენ.

7. ექსტროვერტებს უფრო შესამჩნევი ნიკაპი აქვთ.

კვლევებმა აჩვენა, რომ კომუნიკაბელურ ადამიანებსაც მსგავსი სახის მახასიათებლები აქვთ. რაც უფრო მეტად ექსტროვერტი ხართ, თქვენი ცხვირი და ტუჩები მით უფრო გამოკვეთილია.

ბონუსი: მხარე რომლითაც პოზირებთ, ადგებს რამდენად ემოციური ხართ.

სხვადასხვა ტესტის მიხედვით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ მეტად ემოციური და გამომხატველი ხართ, მარცხენა ლოყის გამოჩენით პოზირებთ. მარჯვენა ლოყით პოზირება უფრო მეცნიერ ტიპზე მიუთითებს.

კომენტარის დატოვება