14 ხერხი, რომლითაც სასწორ მამაკაცს თავს მარტივად შეაყვარებთ

სასწორი ყველაზე სენსიტიური და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშანია, რადგანაც პლანეტა ვენერას მმართველობის ქვეშაა. მარტოხელა სასწორს იშვიათად შეხვდებით. მათ უყვართ და მოსწონთ როცა სხვებსაც უყვართ. მოკლედ, სასწორებს მარადიული სიყვარულის ნამდვილად სწამთ.

თუ გაინტერესებთ, როგორ მოიგოთ ამ იდეალური მამაკაცების გული სამუდამოდ, არ იდარდოთ. ამ წესების შემდეგ, ის თქვენთან ერთად ყველა მწვერვალს დაიპყრობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი საუცხოოდ იგრძნოთ.

1. იყავით დამოუკიდებლები

ცნობილი ფაქტია, რომ სასწორ მამაკაცს დამოუკიდებლობა იზიდავს, ამიტომაც, თუ ის ჯერ არ გაგაჩნიათ, ეცადეთ გამოიმუშაოთ. მათ მოსწონთ, როცა პარტნიორი საკუთარ სხეულში თავდაჯერებულად გრძნობს თავს და სხვებს არ ეჯიბრება. ნებისმიერი სახის ექსტრემი მათ უარყოფითად განაწყობს, რადგანაც რეალისტი გოგონები ხიბლავთ. იცოდეთ თქვენი ფასი და ის აუცილებლად დაგაფასებთ საპასუხოდ.

2. იყავით სპონტანურები

როცა სასწორს შეხვდებით, მიხვდებით, რომ სპონტანურობა ძალიან მოსწონთ. როცა მათთან ხართ, შეგიძლიათ მოდუნდეთ და ისეთი რამეები აკეთოთ, რაც აქამდე არ გიცდიათ. სასწორებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ბედნიერები არიან.

3. უთხარით კომპლიმენტები

ასტროლოგები თანხმდებიან, რომ სასწორ მამაკაცებს შექება ხიბლავთ, ამიტომაც კომპლიმენტები თქვენს ძლიერ იარაღად აქციეთ. შეაქეთ ყველაფერზე, რასაც მოიმოქმედებს, ამით მის ეგოს აამაღლებთ და თქვენს მიმართ მოტივაციას გაუზრდით.

4. ჩაიცვით ელეგანტურად

სასწორ მამაკაცთან ურთიერთობაში ტანსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მათ არ მოსწონთ მოკლე ქვედაბოლოები და ტოპები. სასწორებისთვის მიმზიდველობისა და სექსუალურობის ნიშანი ელეგანტური ჩაცმულობაა.

5. იშრომეთ მისთვის

თუ ხედავთ, რომ სასწორ მამაკაცს აინტერესებთ, მოხიბვლის ახალი ტაქტიკა შეიმუშავეთ. მაგალითად, უთხარით, რომ ჯერ საკუთარი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებით. არ უპასუხოთ ეგრევე, როცა დაგირეკავთ ან მოგწერთ, ნება მიეცით მოგინადიროთ. თუ მისთვის ადვილად მისაღწევი იქნებით, შესაძლოა ინტერესი დაკარგოს.

6. არ იყოთ მასზე მიწებებული

სასწორებთან მიმართებაში ეს ყველაზე არასწორი დამოკიდებულებაა. მას საკუთარი თავისუფლება ყველაზე მეტად უყვარს და ამ შემთხვევაში ინტერესს დაკარგავს. აჩვენეთ, რომ კარგად ხართ მარტო ყოფნის დროსაც და შეგიძლიათ მის გარეშე გაერთოთ კიდეც. ამ შემთხვევაში მას უფრო მეტად მოეწონებით.

7. იყავით მშვიდები

სასწორი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც აზრს დღეში 100-ჯერ შეიცვლის. დღის ბოლოს შესაძლოა მაინც ვერ მიხვდეთ რეალურად რა სურს მას. იყავით მშვიდი, იმიტომ რომ მან სხვანაირად მოქცევა არ იცის. ნორმალური ურთიერთობისთვის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა ხანდახან ფიქრისთვის მეტი დრო სჭირდება. თუ ამაზე თანახმა იქნებით, უფრო მეტად დაგაფასებთ.

8. იყავით მისტიკურები

არაა საჭირო თქვენს შესახებ ყველაფერი გაუმხილოთ. რაღაცეები თქვენთვის დაიტოვეთ და დაარწმუნეთ, რომ თქვენი უკეთესი გაცნობისთვის გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება. თუ პირველივე ჯერზე ყველაფერს მოყვებით, ინტერესს ადვილად დაკარგავს. იყავით გონებამახვილები და რაღაცეები მხოლოდ თქვენთვის შეინახეთ.

9. საკითხს მსუბუქად უყურეთ

სასწორ მამაკაცთან შეხვედრისას შეეგუეთ, რომ მოკლე პერიოდში ემოციურ დონეზე ნამდვილად არ გაიხსნება. ამიტომაც უნდა იყოთ მშვიდად და მისი გულის მოგებას სხვა გზებით ეცადოთ. დაპატიჟეთ სადილზე, აანთეთ სანთლები, ისეირნეთ ღამით, მთვარის შუქზე… მსგავსი ტრადიციული რომანტიზმით თავს ნამდვილად შეაყვარებთ.

10. გამოდით კომფორტის ზონიდან

მუდამ ერთსა და იმავეს ნუ მოიმოქმედებთ. ხანდახან გააკეთეთ ისეთი რამ, რასაც არასდროს იზამდით. დაანახეთ, რომ მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და ცხოვრებაში სიახლეები არ გაშინებთ.

11. გააოცეთ

ყველა სასწორ მამაკაცს მოსწონს პატარა სიურპრიზები. ეს შესაძლოა მისთვის მომზადებული კერძი ან უბრალოდ საყვარელ ფილმზე დასასწრები ბილეთი იყოს. მოულოდნელი მოვლენები მისთვის ბევრს ნიშნავს. მსგავსად მოქცევისას, მიხვდება რომ გიყვართ და ცოლის სტატუსშიც წარმოგიდგენთ. ბედნიერი იქნება, რომ თქვენნაირი გოგო ჰყავს და ცხოვრების გეგმების დაწყობასაც დაიწყებს.

12. იყავით კეთილები

თუ გინდათ, რომ სასწორ მამაკაცს შეუყვარდეთ, გულწრფელი და კეთილი უნდა იყოთ. თუ დაინახავს, რომ სხვებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებით, თავდავიწყებით შეგიყვარებთ. მათ კარგი ადამიანები უყვართ და მსგავს პარტნიორს ძალიან დააფასებენ.

13. ძალა არ დაატანოთ

ნურაფერს ნუ დააძალებთ, რადგანაც შესაძლოა ამისთვის მზად არ იყოს. თუ ხედავთ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობისთვის ჯერ მზად არაა, მიეცით დრო დაფიქრდეს. წნეხში მოქცევით, რომ რაიმე სწრაფად შეასრულოს, უბრალოდ გააქცევთ.

14. იყავით მადლიერები

თუ სასწორ მამაკაცს უყვარხართ და თქვენთვის ყველაფერს გულით აკეთებს, მის მიმართ მადლიერება აუცილებლად გამოხატეთ. არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ მისი ყურადღება მოგწონთ. მადლობის მოსმენა აუცილებლად გაახარებს და მსგავსი ურთიერთობა გრძელვადიან ფორმატშიც გადაიზრდება.

კომენტარის დატოვება