აი მიფრინავს ზაფხულიც! მაგრამ, ნუ გეწყინებათ, რადგანაც წინ თბილი და მყუდრო სექტემბერია. ასტროლოგები ამბობენ, რომ ამ თვეში განსაკუთრებით მშვიდად და ჰარმონიულად ვიგრძნობთ თავს ყველა ასპექტში, ვიდრე ზაფხულის თვეებში.
შემოდგომის პირველი თვე ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის სასიამოვნო სიურპრიზებითაა სავსე. იქნება ეს საქმიანი, ფინანსური თუ სასიყვარულო სფერო.
20 წლიანი სტაჟის მქონე ასტროლოგი ანჟელა პერლი, ტრადიციულად, მომავალი თვის ასტროპროგნოზს გვთავაზობს.
ვერძი
სექტემბერში ბევრი სიტუაცია აირეკლავს იმას, რაც თქვენს შიგნით ხდება. ყურადღება მიაქციეთ და მოუსმინეთ იმას, რასაც ხალხი ამბობს – მათი პირიდან შეიძლება მოისმინოთ იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც დიდი ხანია რაც გაწუხებთ.
შემოდგომის შუა ნაწილი იდეალურია რომანტიკული ნაცნობობისთვის, რადგანაც ვერძის შარმის წინაშე ვერავინ იკავებს თავს. მარტოხელა ვერძებმა შესაძლოა გააბან სამსახურეობრივი რომანი, მათთანაც კი, ვინც არ სიამოვნებდათ. გატაცება ხანმოკლე იქნება, მაგრამ ვნებიანი და დაუვიწყარი.
კურო
თვის პირველი ნახევარი ბავშვებზე ზრუნვას დაეთმობა. სკოლის კრებები, ბავშვების ახალ წრეებზე ჩაწერა. მათ კი, ვისაც შვილები არ ჰყავს, ისინი მოუნდებათ. ასევე, კუროებს სექტემბერში საბედისწერო შეხვედრა ელით.
2019 წლის შემოდგომის პირველ თვეში კუროები პროფესიონალურ ასპარეზზე გარდატეხას ვერ შენიშნავენ. ეს საკმარისად მშვიდი და პროდუქტიული ეტაპია, რომლის დროსაც შეძლებთ სამსახურში პოზიციები გააძლიეროთ. შესაძლებელია მოგიწიოთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა. არ შეგეშინდეთ, ყველაფერი პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.
ტყუპები
ტყუპებს ასტროლოგები ურჩევენ მოეშვან და დასასვენებლად გაემართონ – შესაძლებელია ოჯახთან ერთად ან მარტოც. ასევე ეს თვე კარგია საცხოვრებლის მოსაწყობად, რემონტისთვის ან იმ ნივთების შესაძენად, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უფრო მარტივს და ლამაზს გახდიან. ინტერიერის დიზაინერის დაქირავება არ ღირს, ენდეთ საკუთარ გემოვნებას, ინტუიციას და თამამად შეუდექით საქმეს.
სექტემბერში საჭიროა ყურადღებით მოეპყრათ თქვენს ჯანმრთელობას. დიდი შანსია, რომ უბრალო გაციება გაგირთულდეთ. დაკავდით ფილტვების პროფილაქტიკით. ირბინეთ, ესტუმრეთ ტრენაჟორებს, გააკეთეთ ყოველდღიური გიმნასტიკა.
კირჩხიბი
ჰოროსკოპი კირჩხიბს აქტიურ, მაგრამ დაძაბულ პერიოდს უქადის. ნუ გაჩერდებით მიღწეულ მიზნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ ყველაფერს, რაც გამოიმუშავეთ. თუ 2019 წლის სექტემბერში კირჩხიბმა დასვენება დაგეგმა, თამამად შეუძლია გაემართოს. კარგი იქნება თუ გამორთავთ ტელეფონს და ქაოსს მოწყდებით.
თვის მეორე ნახევარი სასიამოვნო პერიოდი უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად. სხვათაშორის, არაა გამორიცხული, რომ საკვებ ჩვევებსაც შეიცვლით. შესაძლოა გაგეზარდოთ ინტერესი ფიტნეს პრაქტიკების მიმართ, გაგიჩნდეთ სურვილი დაესწროთ ვარჯიშს.
ლომი
სექტემბერი ლომს კარგ ფინანსურ პერიოდს ჰპირდება. თამამად ხარჯეთ თანხა ლამაზ ნივთებსა და საქმეებზე, რომლებიც სიამოვნებას მოგგვრით და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
ლომებისთვის 2019 წლის სექტემბერი რომანტიკის პერიოდი იქნება: მათ ინტიმური ხასიათის და საინტერესო ნაცნობობის კუთხით ბევრი სიურპრიზი ელით. ამიტომაც, ვერ მოიწყენთ. ლომების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, ძალების დაკარგვის გარდა: დასვენება და სრულფასოვანი ძილი მალე აღგიდგენთ ენერგიას და სიფხიზლეს.
ქალწული
ქალწულები საკუთარი თავით უნდა დაკავდნენ. გაემართეთ სილამაზის სალონისკენ, ჩაეწერეთ მასაჟზე, ცურვაზე ან პილატესზე: სასიამოვნო იქნება ყველა წამოწყება, რომანტიკული თუ საქმიანი.
თვის მეორე ნახევარში დასასვენებლად წასვლა ან ჯგუფური თუნდაც სამსახურეობრივი ტური გელით, რომელიც ბევრ პოზიტიურ ემოციას და კარგ ხასიათს მოგიტანთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.
სასწორი
თვის პირველი ნახევარი სასარგებლოა გადაადგილებისთვის, მოგზაურობისა და დოკუმენტების შეგროვებისთვის. შესაძლოა გარკვეული საიდუმლოებები ამოხსნათ. ასევე, გამოჩნდება ვიღაც წარსულიდან. შეინარჩუნეთ საღი აზრი და ნუ აყვებით ემოციებს.
თვის განმავლობაში თქვენი ყურადღება და ფინანსური დახმარება ნათესავებს და მეგობრებს დასჭირდებათ.რა თქმა უნდა, მუდამ მზად ხართ დახმარების ხელი გაუწოდოთ. უბრალოდ, მოელაპარაკეთ შეშველებაზე. ასე უფრო მეტ პატივიცემას დაიმსახურებთ.
მორიელი
სექტემბერში მორიელებმა ცხოვრებიდან უნდა გაუშვან ისინი, როგორებადაც ისინი იქცნენ. პირველ ნახევარში ქორწინების, პარტნიორობის და გარკვეული კავშირების კუთხით დიდი გარდატეხა გელით. უფრო ძლიერად დააფასებთ საკუთარ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. გარშემომყოფთა წრე გაივსება არატრადიციული და მოწინახე შეხედულებების ადამიანებით.
მრავალწლიანმა ურთიერთობებმა შემოწმებითი ტესტირება უნდა გაიარონ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ შეჭამთ ზედმეტს და იძინეთ არანაკლებ 8 სთ.
მშვილდოსანი
სექტემბერი თქვენთვის მარტივი არ იქნება. ეს ეხება გარშემომყოფებთან კონტაქტს, როგორც საქმიან, ისე საყოფაცხოვრებო სფეროში. დიდი შანსია, რომ მეამბოხეობის სურვილი გაგიჩნდეთ.
შესაძლოა გაგაღიზიანოთ ყველაფერმა იმან, რასაც კავშირი აქვს რუტინასთან, წესრიგთან და რაღაცეების შესრულებასთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაკავდით საყვარელი საქმით. ყველაფერი დალაგდება. თვის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელიც შესაძლოა ახალ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ასევე, სექტემბერში მიმართეთ ძალები კარიერის აწყობისკენ, ეს წარმატებას გიქადით.
თხის რქა
თხის რქებმა სექტემბერში საკუთარ თავზე და განცდებზე უნდა იფიქრონ, შემდეგ კი ამბიციებზე. ამ თვის განმავლობაში არსებობს რისკი, რომ ორგანიზმს პროფესიონალური დატვირთვით გამოფიტავთ. ეცადეთ სამსახურს შეუთანხმოთ დასვენებაც და დაკავდეთ იმით, რაც სიამოვნებას გგვრით.
სასარგებლოა იმის შესწავლა, რაც დიდი ხანია გვერდზე გქონდათ გადადებული. ჩაეწერეთ სხვა ენის შესწავლოს კურსებზე, იარეთ იოგაზე და აიღეთ ორატორული ხელოვნების გაკვეთილები. ახალი უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ! ფინანსების კუთხით ყველაფერი სტაბილურად იქნება.
მერწყული
2019 წლის სექტემბერში დიდი გარდატეხების დრო გელით. ვიღაც უარს იტყვის მრავალწლიან ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ეს რომანი ემოციურ სიმსუბუქეს აღარ გჩუქნით. ვიღაც დაუახლოვდება ადამიანს, რომელსაც რამდენიმე წელია იცნობს.
ასევე, მოსალოდნელია კარიერულ კიბეზე ასვლა, მაგრამ ამისთვის ნუ იზარმაცებთ და საქმეს მიხედეთ. იყავით პუნქტულური, ყურადღებიანი და დაკვირვებული და წარმატება აუცილებლად თქვენ მხარეს იქნება.
თევზები
თევზები შესაძლოა სირთულეებს გადაეყარონ კარიერულ გზაზე, ჩამოართვან რაიმეს უფლება ან გადაიხადონ იმისთვის, რითიც ადრე უფასოდ სარგებლობდნენ.
მართალია სასიხარულო არ იქნება, მაგრამ შესანიშნავ ცხოვრებისეულ გაკვეთილად გამოგადგებათ, რომელიც მოგცემთ საშუალებას მომავალში უსიამოვნებებს გაექცეთ და საინტერესო ადამიანებს დაუახლოვდეთ. ნაკლებად იფიქრეთ იმაზე, რას იტყვიან სხვები, ენდეთ საკუთარ თავს.
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით – თქვენი შარმის წყალობით შემთხვევითი შეხვედრის დროს დაიპყრობთ იმ ადამიანის გულს, რომელთან მისვლაც გერიდებოდათ, მაგრამ ბევრს ფიქრობდით. მეოჯახე თევზები არაჩვეულებრივ ოჯახურ დასვენებას მოიწყობენ. რომანტიკული პაემანი თქვენს სასიყვარულო ავშირს გააძლიერებს.