“ოცნება” ბიძინას წველის, ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილს, მე ჩემს ძროხას” – თავისი ჩვეული იუმორის სტილში გვეუბნება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ლეიბორისტული” პარტიიდან, დავით მამალაძე, რომელიც როგორც თავად ამბობს, ძროხას არა მარტო უვლის და წველის, არამედ მისივე ამოყვანილი ყველითაც და სულგუნითაც ანებივრებს ოჯახის წევრებს.
დავით მამალაძე უკვე წლებია ოზურგეთში პარტია “ლეიბორისტებს” უდგას სათავეში. ის ამავე პარტრიიდან მოქმედი საკრებულოს ერთადერთი წევრია.
ცნობისთის, მამალაძეს სოფელ ცხემლისხიდში როგორც საუკეთესო მეურნეს და მევენახეს ისეც იცნობენ.
‘ჯერსის ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი “ერთ მოწველაზე” “მშრომელთა პარტიის” ადგილობრივ ლიდერს 10 ლიტრს რძეს “აძლევს”;
“რა ვქნა აბა ივანიშვილის და სააკაშვილის “ნაწველი” მე არ მინდა – შალვა კიდე არ “იწველება” და ქი ვარ ჩემო ძროხის შემხედვარე”-გვეუბნება ნახევრად ხუმრობით მამალაძე.