მოკლედ, რამდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა გამოვნახე დრო სალონში ჩასაწერად. მოვჩხრიკე ტელეფონში ჩემი “მანიკურშიცას” ნომერი და წუხელ ვწერ :
“- ჰეი, როგორ ხარ? ძლივს გამოვძვერი სამსახურიდან. თუ გცალია ხვალ, იმავე დროს მოვალ და შილაკი გამიკეთე რა, ნათია”.
გამიკვირდა, რომ არ მიპასუხა, გადავურეკე და არც ზარზეა პასუხი.
დღეს, გადავიწყებულზე უკვე, ტრენინგს ვატარებ და უცებ ტელეფონზე რეკავენ “მანიკური” აწერია ნომერს. ვპასუხობ და ვიღაც ბიჭი გაცეცხლებული ხმით მეუბნება :
– რა გინდა ნათია? ოჯახი გინდა დამინგრიო? არ ვარ მე მანიკურშიცა, მაგრამ აი მთელი ღამე ვაჯერებდი ჩემს ცოლს, რომ საყვარელს არ ვხვდები ჩვეულ დროს და ადგილას და “შილაკი” პაროლი არ არის. რის მიღწევას ცდილობ ნათია?
– უკაცრავად, ეტყობა ნომერი შემეშალა, მაპატიეთ, – ვპასუხობ დაბნეული ხმით
– მე კი გაპატიებ, მაგრამ შენ რა გეშველება გოგო უმანიკუროდ? – ემპათია იგრძნობა უკვე მის ხმაში
– არ ინერვიულოთ, ვიშოვი ვინმესმეთქი და ვუთიშავ. რამდენიმე წუთის წინ მესიჯი მომდის:
– ” ნათ, პრივეტ, მე ნიკუშას ცოლი ვარ, აი მანიკურშიცა რომ გეგონა. ხოდა ეს არის ჩემი მანიკურშიცას ნომერი, გადაურეკე და ჩაეწერე, გავაფრთხილე უკვე ახლობელიამეთქი”
ხოდა, მე მჭირდება სასწრაფოდ დასვენება თუ ესენი არიან არაადეკვატურები?