როგორ უნდა შევუკვეთოთ კარგი ვებსაიტი: დამწყები ბიზნესმენებისთვის

ალბათ გაგიგიათ ის ფრაზა, რომ თანამედროვე სამყაროში ყველა პატივსაცემ ბიზნესს უნდა ჰქონდეს საკუთარი ვებსაიტი. თუმცა ალბათ ამ ფრაზის თქმასთან ერთად არავის აუხსნია თქვენთვის ის, თუ როგორ უნდა შექმნათ სწორი ადგილი ონლაინში თქვენი მომხმარებლების დასაპატიჟებლად და რა უნდა განიხილოთ მაშინ, თუკი მაგალითად ვებგვერდის შეკვეთას რომელიმე მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებისგან გეგმავთ.

ასეთ შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მაგალითად ისეთი პროფესიონალური კომპანიის მომსახურებით, როგორიცაა 4media.ge. ისინი საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად შემოგთავაზებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ბრენდინგით, სოციალური მედიითა და ვებსაიტით უზრუნველყოფა.

პირველ რიგში გადაწყვიტეთ რისთვის გჭირდებათ ვებსაიტი

თუკი იცით რატომ ქნით ვებგვერდს, მაშინ ჩათვალეთ რომ წარმატებული პრეზენტაციისკენ ნახევარი გზა უკვე გაიარეთ. ვებსაიტის არსის ცოდნა საშუალებას აძლევს კლიენტსა და დეველოპერს სწრაფად და ეფექტურად გაიარონ მისი შექმნის მნიშვნელოვანი ეტაპები და გეგმები. თუმცა, თუკი ასე არ მოიქცევით და ჩამოყალიბებული იდეის ქონის გარეშე შეუკვეთავთ ვებგვერდს, აუცილებლად მოგიწევთ დეველოპერისთვის უამრავი კლიშე კითხვის დასმა.

ყველა უფლება გაქვთ იმისა, რომ დეველოპერის მენტალურ ჯანმრთელობაზე არ იდარდოთ, ეს ხომ მათი სამსახურია? მაგრამ ჩამოუყალიბებელი აზრებითა და მოთხოვნებით ამ ბიზნესში ჩართვა საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ, რადგან ყოველი ცვლილება დიზაინსა თუ სისტემურ ასპექტებში მოითხოვს დროსა და შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებასაც.

თუკი თქვენ, როგორც ენტერპრენერებისა და ბიზნესმენების უმრავლესოა ვებსაიტს იმ ცნობილი მიზნით ქმნით, რომელსაც მეტი ფულის გამომუშავება ეწოდება, მაშინ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ვებსაიტს მოგიტანოთ უფრო დიდი შემოსავალი? ამ ასპექტის იდეალურობისთვის, თქვენმა ვებგვერდმა მაგალითად ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს:

  • მიიზიდოს ახალი მომხმარებლები
  • მოგცეთ საშუალება გაყიდოთ პროდუქტი ან სერვისები ონლაინში
  • გაზარდოს მარკეტინგული ეფექტუროა.
  • გაზარდოს გაყიდვების რაოდენოა
  • ჩამოაყალიბოს ლოიალური აუდიტორია
  • შეამციროს ახალი კლიენტების მოპოვებისა და მათი მომსახურების ხარჯები
  • დაგეხმაროთ რეკლამების უფრო ფართო პუბლიკის წინაშე გატანაში
  • შეამციროს ოფლაინ მარკეტინგისა და რეკლამირების ხარჯები
  • მოახდინოს პოტენციური და უკვე არსებული კლიენტების წვდომა სანდო ინფორმაციაზე
  • წარმოაჩინოს პროდუქტის სახე, რაც მოიცავს მათ ფოტოებს, აღწერეს, პორტფოლიოებს, თქვენი პარტნიორების სიას, უკვე განხორციელებულ პროექტებს და ა.შ
  • მოახდინოს კლიენტების მომსახურების პროცესის გაუმჯობესება

ეს სია კიდევ საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს, თუმცა მთავარი სათქმელი უკვე აშკარაა. თქვენ გჭირდებათ დასახოთ ვებგვერდისთვის ის საჭირო ვალდებულებები, რომლებსაც მისი შექმნით გადაჭრის.

მოიფიქრეთ როგორ გინდათ გამოიყურებოდეს თქვენი ვებგვერდი

ეს ერთ–ერთი ყველაზე რთული საკითხია ვებგვერდის შექმნისას. ამის მიზეზი ისაა, რომ ყველას საკუთარი იდეა გააჩნია იმის შესახებ, თუ რა არის იდეალური, ცუდი და კარგი. თუკი თქვენ მოგწონთ თქვენს წინაშე წარმოდგენილი დიზაინი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თქვენს მომხმარებლებსაც აუცილებლად მოეწონებათ. ეს აზრი ასევე პირიქითაც შეგიძლიათ აღიქვათ, ამიტომ სწორი იქნება თუ ვებგვერდის შექმნის პროცესში წინა ფონზე თქვენი კლიენტების ინტერესებს დააყენებთ და არა თქვენს საკუთარ გემოვნებას.

სწორედ ამიტომ, დეველოპერებთან ურთიერთობისას მათ კარგად უნდა აუხსნათ თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების სია და ერთად ჩამოყალიბდეთ იმაზე, თუ როგორ ჯობია პირველ რიგში ამ პრიორიტეტების ამსახველი ფუნქციონალის გამოჩენა ვებგვერდზე, ხოლო შემდგომში შეიძლება უკვე მსჯელობა იმაზეც, თუ რომელი ესთეტიური დეტალების დამატება შეიძლება თქვენი ვებსაიტის ვიზუალის გაუმჯობესებისათვის.

კომენტარის დატოვება