ბუღალტერიის 6 წესი, რომელიც ყველა თანამედროვე ბიზნესმენს გამოადგება

ბუღალტერია არის და ყოველთვის იქნება კრიტიკული ნაწილი ნებისმიერი ბიზნესის, თუმცა იგი არ არის საჭირო იყოს რთული ან ხასიათის გამფუჭებელი ბიზნესის მმართველებისათვის. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ცოტაოდენო მოთმინება და დაგეგმვა იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური ანგარიშები იყოს ყოველთვის ისეთი აკურატული, როგორიც საჭიროა. ეს რჩევებიც ეფუძნება იმ სტერეოტიპს, რომ ბუღალტერია თანამედროვე ბიზნეს სამყაროში არა საქმის გართულებას, არამედ პირიქით ბიზნესის მართვის ზეწოლის შემცირებასა და მისი დადებითი ასპექტების გაუმჯობესებაზე ზრუნვას ეხება:

ზუსტად აწარმოეთ ფინანსური ანგარიშები

თანამედროვე ბიზნესების უმრავლესობის ყოველდღიური ბუღალტერია და ანგარიშწორების აღრიცხვები მარტივად შეიძლება იმართოს ონლაინ საბანკო სერვისების საშუალებით. თუმცა, თქვენი ფინანსური ანგარიშების შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ ისინი საუკეთესო შემთხვევაში ერთ სივრცეში უნდა გქონდეთ შენახული, რათა საჭიროების ან მათი მოთხოვნის შემთხვევაში მარტივად გადაარჩიოთ ისინი და გადახედოთ სასურველ დეტალებს გასავალისა თუ შემოსავლის რიცხვების შესახებ. თანაც, სიმარტივე ყოველთვის გამოსადეგია ბიზნესის ნებისმიერ საფეხურზე.

ონლაინ ბანკინგის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი თქვენს სესხებსა და კრედიტებს. თუმცა, როდესაც საქმე მათ საბოლოო შეჯამებასა და გადახედვაზე მიდგება საქმე იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი იყო დანახარჯი და რამდენი შემოსავალი, აუცილებელია გქონდეთ ცალკე ნაწარმოები საბუღალტრო ანგარიშების ჩანაწერები. ამ ანგარიშების წყალობით უნდა გქონდეთ აღრიცხული ის, თუ რაში დაიხარჯა თანხა, რა იქნა შეძენილი საკრედიტო ბარათის საშუალებით, რა რაოდენობის თანხა აუნაზღაურდათ თანამშრომლებს იმის დასაფარად, რომ მათ პირადი ანგარიშიდან მოახდინეს ბიზნესისათვის საჭირო ფინანსური ანგარიშწორება და ა.შ

ასეთი მარტივი ანგარიშების მართვისა და ზოგადი წარმოებისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ რომელიმე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა, ან დაიქირაოთ მაგალითად ისეთი სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია, როგორიც ლოიალტეა. მთავარია დაიმახსოვროთ ერთი მარტივი პრინციპი. რაც უფრო დეტალურად და რაც უფრო მეტი რაიმეს აღრიცხვას მოახერხებთ, მით უფრო დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ბუღალტერს სამომავლოდ. ეს კი კარგია როგორც მისთვის, ისევე თქვენი ბიზნესისათვის.

დაახარისხეთ და შეინახეთ ჩეკები

ჩეკების ზუსტი რაოდენობის დათვლა და მათი ზედმიწევნით დახარისხება შეიძლება მოსაწყენ საქმედ მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მართლაც ძალიან ხშირად აგაცილებთ საკმაოდ დიდ თავის ტკივილს სამომავლოდ. ეს მართლაც ხმამაღალ მიზნად უნდა აქციოთ, რადგან ჩეკების დახარისხება და შენახვა პირდაპირაა დაკავშირებული თქვენი ბიზნესის გამართულ მუშაობასთან, თუმცა მათი ნამდვილი გადახარისხების მნიშვნელობა უფრო დიდი მნიშვნელობის მომცველია, ვიდრე უბრალოდ მათი არგადაგდება და შენახვა თქვენს ოფისში.

ჩეკები როგორც წესი, ნებისმიერი სახის ბიზნესის შემთხვევაში, შეიძლება მოგივიდეთ სხვადასხვა ფორმებითა და განსხავებული სახის საღებავით დაბეჭდილი. კარგად უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ჩეკის ფორმა და მასზე აღბეჭდილი წარწერის დროთა განმავლობაში გაცრეცა გარდაუვალი პროცესია. სწორედ ამიტომ საკმაოდ გამოგადგებათ მათი დასკანერების ტრადიცია. გადაიღეთ მათი ფოტოასლი და შეინახეთ მიღებული დასკანერებული ვერსია წერილის ზომის გვერდებათ, შემდეგ კი შეაერთეთ ისინი ერთმანეთთან და დაახარისხეთ დღეების თარიღების მიხედვით, რათა მარტივად გადაავლოთ თვალი თქვენს ფინანსურ ტრანზაქციებს.

ასევე საკმაოდ გამოგადგებათ ისიც, თუკი აღნიშნული სახით შენახულ ჩეკებს ასევე დაახარისხებთ იმ კატეგორიების მიხედვით, თუ რა სახის დანახარჯს ასახავენ ისინი. გააფერადეთ მათზე ასახული თარიღი და მიაწერეთ, თუ რა იყო ამ კონკრეტული დანახარჯის გაწევის მიზეზი, შემდეგ კი მოათავსეთ სკანერში მისი ფოტოასლის გასაკეთებლად.

აკონტროლეთ თქვენი გადასახადების პროცენტები

გადასახადების სახით გამოყოფილი პროცენტები უნდა დაიანგარიშოთ პროდუქტის გაყიდვისთანავე ან ხელფასების სახით გადასახდელი თანხის გამოთვლის წინ. ჩეკების მსგავსად, რაც უფრო დიდ პერიოდს გამოტოვებთ ტრანზაქციებსა და სწორ ბუღალტრულ აღრიცხვას შორის, უფრო მეტი ფინანსური ხარვეზის გაჩენის შანსს წარმოშობთ. ეს დაეხმარება თქვენს ბუღალტერს უზრუნველოს რაც შეიძლება უფრო მომგებიანი დადებითი ბალანსი თქვენს გასავალსა და შემოსავალს შორის.

აწარმოეთ აკურატული ინვოისები

არის თუ არა ინვოისები უბრალო საშუალება იმისა, რომ თქვენს კლიენტებს საჭირო თანხის გადახდა შეახსენოთ? არა, ისინი ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობისაა. ინვოისები წარმოადგენენ თქვენსა და კლიენტს შორის განხორციელებული ტრანზაქციის პირობებისა და მნიშვნელობის ასპექტების ოფიციალურ ჩანაწერებს, რის გამოც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ ინვოისში მიუთითოთ სრულიად ზუსტი და მთლიანი ინფორმაცია.

ინვოისების ახალ–ახალი სახეების შექმნა, მათთვის რაიმე დეტალების დამატება ან რამდენიმე სახის ინვოისის ერთდროულად წარმოება, ასევე ინვოისების უკან გამოთხოვნა მათი წუნის შემთხვევაში მხოლოდ გამოიწვევს თქვენი ბუღალტრული დეპარტამენტის დაბნევასა და ბუღალტრებს ხელს შეუშლით სწორი საფინანსო ანგარიშის მარტივად წარმოებაში.

ასევე, აღსანიშნავია რომ აკურატული ინვოისი წარმოადგენს თავის დაზღვევის საშუალებას იმ შემთქვევაში, თუკი რაიმე საკითხი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენსა და კლიენტებს შორის ბიზნესის წარმოებისას. ასეთ შემთხვევაში თქვენ იქნებით სრულიად მომზადებული და ხელთ გექნებათ წინასწარ შეთანხმებული პირობებისა და ფინანსური ანგარიშწორების ამსახველი დეტალების წარმომდგენი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ის შეთანხმება, რის თანახმადაც ახდენდით თანამშრომლობას თქვენს კლიენტებთან.

ჩამოაყალიბეთ თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების შეფასების ტრადიცია

ხარჯებისა და მოგების რიცხვების შედარება და მათი გენერირების ასპექტების გაანალიზება იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ შეამოწმოთ თუ როგორი ჯანსაღი გზით ვითარდება თქვენი ბიზნესი. ეს შედარება მარტივი გზაა შეაფასოთ რამდენიმე არე თქვენი ბიზნესისა და გააანალიზოთ ის ოპერაციები, რომელიც გასული თვის, წლის მეოთხედის ან მთლიანი წლის განმავლობაში განხორციელდა. ასეთ შემოწმებებს შორის პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის ტიპსა და მისი მუშაობისათვის საჭირო პროცესების სიხშირეზე. აუცილებელია ზუსტად შეარჩიოთ ასეთი ანალიზისათვის გამოყოფილი დღეები, რათა ბუღალტერმა მარტივად შეძლოს წინა და ახლანდელ ანგარიშს შორის განსხვავებისა თუ შეცდომის შემჩნევა მათი ერთმანეთთან შედარებისას.

მიანდეთ პროფესიონალებს ის, რისი გაკეთებაც თქვენ არ შეგიძლიათ

თანამედროვე ბიზნესი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მრავალფუნქციურ წარმოებასა და გლობალიზაციითა და ინტერნეტ მარკეტინგით წახალისებულ რამდენიმე საფეხურიან საფინანსო მიმოცვლას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის მფლობელებისათვის თანამშრომლების საკითხებსა და კლიენტებთან ურთიერთობის ასპექტებს შორის განაწილებული ყურადღება შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს ბუღალტერიის მრავალფეროვანი საჭიროებების ბოლომდე დასაკმაყოფილებლად. ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ სწორედ შეარჩევთ იმ დროსა და ბიზნესის განვითარების საფეხურს, როდესაც თქვენი საქმიანობის განვითარების გზის შენელების თავიდან ასარიდებლად ისეთ პროფესიონალურ კომპანიებს მიმართავთ, როგორიც აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ლოიალტეა.

მათთვის საკმაოდ ადვილია მაგალითად ისეთი სერვისების შემოთავაზება და განხორციელება, როგორიცაა საგადასახადო კონსალტინგი, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, ქონების შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი იურიდიული მომსახურეობის გაწევა. ხშირად ასეთი სერვისების თვითწარმოება ფიზიკურად შეუძლებელია ისეთი ბიზნესის მწარმოებლებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მრავალკადრიანი სამენეჯმენტო სტუქტურა, ან ბუღალტრის მაგივრად თვითონ აწარმოებენ საკუთარი კომპანიის საფინანსო ხარჯთაღრიცხვების ანგარიშს და სხვა საბუღალტრო მოქმედებებს.

მაგალითად საფინანსო უწყისების აუდიტის მომზადება ლოიალტეს პროფესიონალი თანამშრომლებისთვის სრულიად უპრობლემო და მარტივად შესასრულებელ დავალებას წარმოადგენს. ბიზნესის მფლობელისთვის კი ამის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად აღნიშნული კომპანიისთვის სერვისის სახით დაკვეთა აუცილებლად იქნება როგორც საკმაოდ დიდი დროის დამზოგველი ქმედება, ასევე სამომავლო ბუღალტრული გაანალიზებისა და ფინანსური სიტუაციის შეფასების დღეებში ყველაფრის მარტივად გადახედვის საშუალება. ლოიალტეს მომსახურეობის გამოყენება იქნება ადეკვატური ქმედება ყველა თანამედროვე ბიზნესმენისათვის, რადგან ამ კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ეკონომიკური ბაზრის შესახებ სრული ინფორმაციის მქონე კადრებისგან.

კომენტარის დატოვება