საუკეთესო კარტოფილის პიურეს ულტრათანამედროვე რეცეპტი საიდუმლო ინგრედიენტით

ჰაეროვანი კარტოფილის პიურე პირში დნება!

ინგრედიენტები:

კარტოფილი 1 კგ

ნაღები 1/3 ჭიქა

ნაღების კარაქი 3 ს. კ.

ნაღების ყველი 100 გ

მარილი გემოვნებით

პილპილი გემოვნებით

მომზადება:

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე და მოხარშეთ მარილიან წყალში დარბილებამდე.
  2. პატარა ქვაბში, ნელ ცეცხლზე, აურიეთ ნაღები, ნაღების კარაქი და ნაღების ყველი. აურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება და არ გათბება.
  3. გადაასხით წყალი კარტოფილიდან და ცოტა გააცივეთ.
  4. დიდ ჯამში დაჭყლიტეთ კარტოფილი პიურედ. დაუმატეთი ნაღების ნაზავი და საგულდაგულოდ აურიეთ. მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით.

ნაღების ყველის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად ათქვეფილი ცხიმიანი ნაღები.

კომენტარის დატოვება