1. გასაწმენდად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცები.
ტყავის ფეხსაცმელი ფრთხილად უნდა გარეცხოთ. გარეხვის შემდეგ, გამოიყენეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცები, ასე დაიწყებთ მის განახლების პროცესს. დარწმუნდებით, რომ ამ მარტივი ხრიკის შემდეგ, ისინი უკეთ გამოყურებიან.
2. გამოიყენეთ საკვები სოდა გათეთრებისთვის.
სოდა სასწაულმოქმედია! აურიეთ 2 ჩ.კ. საკვები სოდა და 1 ჩ.კ. წყალი. გაწმინდეთ ფეხსაცმელი ამ ხსნარში ამოვლებული კბილის ჯაგრისით და დატოვეთ 30 წუთით. ყოველ წუთს უფრო და უფრო თეთრი ხდება.
3. გამოიყენეთ ტუალეტის ქაღალდი ფეხსაცმელის გასაშრობად.
ფეხსაცმლის გარეცხვის შემდეგ მათი გაშრობა მორიგი პრობლემაა. გამოიყენეთ ტუალეტის ქაღალდი. ის ფეხსაცმელს სათანადო ფორმას დაუბრუნებს.
4. ზამში საშლელით გაწმინდეთ, რათა ლაქები მოაშოროთ.
5. აურიეთ საკვები სოდა და თეთრი ძმარი და ძირები გაათეთრეთ.
ბევრი ბოტასის პრობლემა ძირების დასვრა. აურიეთ 1 ჩ.კ. ცხელი წყალი, 1 ჩ.კ. საკვები სოდა და 1 ჩ.კ. თეთრი ძმარი. გაწმინდეთ ძირები ამ ხსნარში ამოვლებული კბილის ჯაგრისით და დატოვეთ 15-30 წთ.
6. გამოიყენეთ ფრჩხილის ლაქი ტყავის ფეხსაცმელზე ნაკაწრების შესამცირებლად
შავი ნაკაწრები ფეხსაცმელზე მარტივად შორდება აცეტონით. დაასველეთ ბამბა ლაქის მოსაშორებელში და ფრთხილად დადეთ ნაფხაჭნს. არ გაწმინდოთ. განსვავება შესამჩნევია.
7. ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი ტყავის ფეხსაცმელებისთვის
გამოიყენეთ ეს მეთოდი ბოლოს, როცა ყველა ხერხს შეასრულებთ. დაასველეთ პირსახოცი ან ბამბა ზეთში. წაუსვით ფეხსაცმელებს ფრთხილი მოძრაობებით და გაწმინდეთ მთელი ზედაპირი.
ბონუსი: შეამზადეთ საკუთარი თავი ფეხსაცმელების გასაუმჯობესებლად.
გაწმენდამდე, მოამზადეთ ყველა საჭირო ნივთი, არ დაგავიწყდეთ ხელთათმანები, რათა არ დაიზიანოთ კანი.