ხორცის რულეტები პეკინის კომბოსტოთი

პოპულარობის მიხედვით, პეკინის კომბოსტო არაფრით ჩამოუვარდება ჩვეულებრივ თეთრ კომბოსტოს. დიასახლისებმა მისი მეშვეობით უამრავი კერძის მომზადება იციან. ტბილი სტრუქტურა და სასიამოვნო გარეგნული იერი გვიბიძგებს ის უფრო ხშირად გამოვიყენოთ.

ხორცის რულეტები პეკინური კომბოსტოთ მშვენიერი გადაწყვეტილებაა სადღესასწაულო შეკრებისთვის. ხრაშუნა და ამავდროულად რბილი წასახემსებელი საშუალება გულგრილს არ დაგტოვებთ. შეგიძლიათ მიირთვათ გზაში ან სამსახურის შესვენებაზე.

ინგრედიენტები

პეკინური კომბოსტო 1 ც

კვერცხი 5 ც

ხორბლის ფქვილი 60გ

პომიდორი 2 ც

ბეკონი 100გ

მაგარი ყველი 150გ

მწვანე ხახვი 0.5 კონა

მაიონეზი 2 ს. კ.

მარილი, შავი პილპილი

მომზადება

აიღეთ კომბოსტოს ზედა 9 ფურცელი. მათი თეთრი, უხეში ქვედა ნაწილი დაჭერით.

ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და გაცერით ფქვილი. მატილი და პილპილი გემოვნებით დაუმატეთ და ერთგვაროვან მასამდე ათქვიფეთ.

გაათბეთ ზეთი. მორიგეობით დაასველეთ ფოთლები ზეთში და ტაფაზე დააწყვეთ. შეწვით ორივე მხარეს რამდენიმე წამით. მზა ფოთლები ქაღალდის ხელსახოცებზე დააწყვეთ, რათა ზეთი ჩამოიწუროს.

ბეკონი და პომიდორი წვრილ კუბიკებად დაჭერით, ხახვი რგოლებად. ყველი წვრილად გახეხეთ. აურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მაიონეზი. საგულდაგულოდ აურიეთ.

გაციებული კომბოსტოს ფოთლები შეავსეთ შიგთავსით გადაახვიეთ რულეტებად და მიიტანეთ სიფრასთან. შეგიძლიათ მიტანამდე თვითონ ფოთლები მიკროტალღურ ღუმელში გაათბოთ და შემდეგ დაახვიოთ რულეტებად.

შიგთავსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სადილის შემდეგ მორჩებილი ინგრედიენტები ან ხორცის და ყველის ნაჭრები. საინტერესოა, რომ მაიონეზის გამოყენების მიუხედავად, ეს კერძი უფრო ნაკლებად კალორიულია, ვიდრე როლები ლავაშში.